in

Forsa Express – ამანათებისა და ტვირთების ექსპრეს გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოში

Forsa Express – ნოვატორული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც 3 წელია, ყველა სახის პროდუქტის გადაზიდვებს ახორციელებს ჩინეთის რესპუბლიკიდან საქართველოში და უკვე გაზაფხულიდან, დუბაიდან საქართველოში. „Forsa Express-ის“ სერვისი მოიცავს საჰაერო ექსპრეს ტრანსპორტირებას და დღემდე განხორციელებული აქვს რამდენიმე ასეული რეისი. კომპანიის საიტზე – Track.ge – რეგისტრაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ მათი ინდივიდუალური საფოსტო ოთახი ჩინეთის რესპუბლიკასა და დუბაიში, სადაც ამანათებს გადააგზავნიან მათი შემდეგი ტრანსპორტირებისთვის საქართველოში. მარკეტერი Forsa Express-ის ხელმძღვანელს – სიმონ ბედოიძეს ესაუბრა ექსპრეს გადაზიდვებისთვის ჩინეთის შერჩევის კრიტერიუმებზე, უსაფრთხოების ნორმებზე, მომხმარებლებთან საკომუნიკაციო არხებსა და კომპანიის უპირატესობებზე, სხვა გადაზიდვის კომპანიებთან მიმართებაში:

BOG
BOG

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ექსპრეს გადაზიდვები სწორედ ჩინეთიდან განგეხორციელებინათ?
ჩინეთი ავირჩიეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვიჩვენა ამ ქვეყნის შესაძლებლობები და უპირატესობები. წლების განმავლობაში პირადი თუ ბიზნეს საქმიანობისათვის მე და ჩემი მეუღლე იბეის, ამაზონისა და სხვა ამგვარი ინტერნეტ მაღაზიების ძალიან აქტიური მომხმარებლები ვიყავით და ვიწერდით სხვადასხვა ნივთს გერმანიიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან და ა.შ. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ გამოწერილი ნივთების მომწოდებელი ქვეყანა, ხშირ შემთხვევაში, იყო ჩინეთი და ეს ნივთები, გამოწერის შემდეგ, ჯერ ჩინეთიდან ჩადიოდა ამერიკაში, გერმანიაში, ინგლისში და ამის შემდგომ ხდებოდა მოცემული ქვეყნებიდან ამანათების საქართველოში ტრანსპორტირება, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. შესაბამისად, მივედით  მარტივ დასკვნამდე, რომ თუ პირდაპირ ჩინეთიდან ვიყიდდით პროდუქტს, ბევრად იაფი დაგვიჯდებოდა და ფულთან ერთად დროის ეკონომიასაც გავაკეთებდით ნივთების ჩინეთიდან პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირების გზით. ვინაიდან ქართულ ბაზარზე ვერ ვნახეთ იმგვარი სახის საფოსტო მომსახურება, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ჩვენი კომპანია. დავამყარეთ საქმიანი კავშირები ჩინეთში, გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ავიაკომპანიებთან და შევუდექით თავდაუზოგავ შრომას კომპანიის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებისათვის. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთში ძალიან ბევრი ემიგრანტია საქართველოდან, რამაც მათ შესაძლებლობა მისცაუფრო იაფად და სწრაფად გადმოეგზავნათ პირადი გზავნილები საქართველოში, Forsa Express-ის დახმარებით. ყოველივე ამან  ჩვენ უფრო გაგვიმყარა აზრი იმის თაობაზე, რომ სწორად მოხდა კონკრეტული სამიზნე ქყვეყნის შერჩევა, საიდანაც განვახორციელებდით ნებისმიერი ტვირთის იმპორტს საქართველოში.

M: რომელ ინტერნეტ მაღაზიებთან გაქვთ პარტნიორობა?
TaoBao, Ali Baba და Ali Express არის სამი ყველაზე მსხვილი ჩინური ინტერნეტ მაღაზია მსოფლიოში. საქართველოში მოცემული ინტერნეტ მაღაზიების ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, მათი პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მიზანიცაა. Forsa Express-ის თანამშრომლები ვცდილობთ, თითოეულ მომხმარებელს დავეხმაროთ რეგისტრაციაში, ვასწავლოთ ამ ინტერნეტ მაღაზიებთან ურთიერთობა, ვინაიდან ყოველ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს, რაც ჩვენს საქმიანობაზეც დადებითად აისახება და რა თქმა უნდა, მომხმარებელზეც.

ჩვენი საიტი იმის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, რომ ტაობაოს საიტს ავტომატურად მიებას ჩვენი საწყობის მისამართი ჩინეთში, სადაც ხდება ამანათის მიტანა, საქართველოში გამოსაგზავნად. მომხმარებლებისთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ TaoBao-ზე განთავსებული ნივთების ფასები, შედარებით, იაფია Ali Express-თან, Amazon-სა და Ebey-სთან მიმართებით, რადგან Taobao გათვლილია ჩინეთის შიდა ბაზარზე ოპერირებისთვის, ანუ შექმნილია ჩინელებისათვის და ამით აიხსნება ერთი და იმავე პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასების არსებობა, კონკრეტულად ამ საიტზე. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ანუ მსხვილ შემძენებს, მათ ვურჩევდით Ali Baba-ს საბითუმო ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც ორიენტირებულია რაოდენობაზე და კომპანიებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ ჩინეთში არსებული საწარმოებიდან, საბითუმო ფასში გამოიწერონ თითქმის ყველა სახის პროდუქტი.
M: როგორ იცავთ უსაფრთხოების ნორმებს და დაზღვევას ვინ უზრუნველყოფს?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არასოდეს ვხსნით თქვენს ამანათებს, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მომხმარებლის დაკვეთის შემთხვევაში, ამანათის სპეციფიკიდან გამომდინარე, გვაქვს სხვადასხვა სახის ე.წ. გადაფუთვის სერვისი. ამ სერვისის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, გასარკვევია, რა სახის ტვირთის გადმოზიდვა ხორციელდება და რა ტიპის შეფუთვას საჭიროებს ამანათი. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მარტივად მტვრევად ნივთებს, გარკვეული სახის მოწყობილობებს, ან თუნდაც, განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ტანისამოსს, განსხვავებული დაცვა სჭირდება და ზიანის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, მომხმარებელმა წინასწარ შეგვატყობინოს გადაფუთვის აუცილებლობის თაობაზე. არამტვრევადი და დრეკადი ნივთები კი განსაკუთრებული ტიპის შეფუთვას, ხშირ შემთხვევაში, არ საჭიროებენ. თუ წინასწარ არ ვართ ინფორმირებულნი ტვირთის სპეციფიკისა და გადაფუთვის საჭიროების შესახებ, ამგვარი ხასიათის ნივთის დაზიანების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნივთის გამომგზავნს (გამყიდველს), ვინაიდან  ჩვენ წინასწარ ვერ ვივარაუდებთ, რომ მომხმარებლის ამანათში ჭურჭელი ან რაიმე სახის ძალიან მოსაფრთხილებელი ნივთია.

ჩვენ პასუხს ვაგებთ 100%-ით ტვირთის ჩამოტანაზე, დაკარგულ, გახსნილ და დაზიანებულ ამანათზე იმ მომენტიდან, რაც ის ჩვენს საწყობში, ჩინეთში აისახება. პასუხისმგებლობა ამანათის ჩინეთიდან საქართველოში ჩამოტანამდე ნაწილდება ჩვენსა და ავიაკომპანიას შორის. შესაბამისად, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უსაფრთხოებისა და დაზღვევის ის მაქსიმუმი, რასაც ამგვარი ტიპის მომსახურება ითვალისწინებს.

M: მომხმარებლებთან კომუნიკაცია რა არხების საშუალებით გაქვთ?
მომხმარებლებისათვის ჩვენი კომპანია ხელმისაწვდომია როგორც ინტერნეტისა (ფეისბუკგვერდი Forsa Express) და სატელეფონო მომსახურების საშუალებით, ასევე ვახორციელებთ პირად კონსულტაციებს ზემოხსენებული ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოწერისა და გადაზიდვების თაობაზე. რაც შეეხება ჩინეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ვინაიდან იქ ფეისბუკიდაბლოკილია, ამ საიტის გარდა, ყველა საკონტაქტო საშუალებითა და აპლიკაციით ხდება კომუნიკაცია (WeChat, Skype, Viber, WhatsApp, email და ა.შ.).

M: ტერიტორიულად, სად ხართ, რა ღირს თქვენი მომსახურებით სარგებლობა და როგორ ხდება ანგარიშსწორება?
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, ბუდაპეშტის N11-ში, ვმუშაობთ 10-დან 22:00-მდე. ფილიალი, ასევე, გვაქვს თელავში, უახლოეს მომავალში იგეგმება ფილიალების ქუთაისსა და ბათუმში გახსნა, ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით.  ჩვენი მომხმარებლებისათვის ყველაზე დიდი შეღავათია ის ფაქტი, რომ მათ მიერ გამოწერილი ამანათის წონა განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური წონით და არა მოცულობით. როგორც ფიზიკური და ასევე, იურიდიული კლიენტებისთვის ჩვენს კომპანიას აქვს ექსკლუზიური ტარიფები – ტვირთის წონის ზრდასთან ერთად, ფასი მცირდება. ასევე, შეღავათიანი შეთავაზება გვაქვს ჩინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, რომლებიც პირად ამანათებს აგზავნიან ჩვენი კომპანიის მეშვეობით. გადახდა ხდება ნივთის გატანის მომენტში. ეს შესაძლებელია როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. მომხმარებლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, ვთავაზობთ საკურიერო მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

M: დუბაიში ექსპრეს გადაზიდვები როდის და რატომ დაიწყეთ?
დუბაიში ჩვენი პარტნიორი კომპანია არის MyDubai.ge. ჩვენი საწყობი დუბაიში გაზაფხულზე დავამატეთ, საიდანაც ძირითადად, ჩამოგვაქვს ავტონაწილები და ამჟამად, ვაკმაყოფილებთ მხოლოდ იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ავტონაწილების ჩამოტანას ახორციელებენ და რომლებსაც დუბაიში ვაჭრობის გამოცდილება აქვთ.

M: როგორ პოზიციონირებთ ბაზარზე, რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?
ზუსტი წონა, მომხმარებელზე მორგებული ტარიფები, სისწრაფე – კვირაში 3 რეისი ჩინეთიდან, მომხმარებელზე მორგებული სამუშაო გრაფიკი. მაგრამ ყველაზე დიდ უპირატესობად მაინც ჩვენი დამოკიდებულება მიგვაჩნია მომხმარებლებთან, რომელთა უმრავლესობასთან უკვე მეგობრული ურთიერთობებიც კი ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ არ ვქმნით ხელოვნურ ბარიერებს, ვითვალისწინებთ მომხმარებელთა რჩევებს, ვიღებთ შენიშვნებს. ჩვენი მხრივ, ჩვენც ვეხმარებით მათ კრიზისულ სიტუაციებში და ამ ურთიერთთანამშრომლობიდან ვიღებთ feedback-ს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მომხმარებლები, უდიდესი პოზიტივის სახით.

[R]

როგორ ახსოვთ ამერიკელებს ცნობილი ბრენდების ლოგოები? – Signs.com-ის ექსპერიმენტი

ბილბორდი, რომელსაც გამონაბოლქვის გამო, თმა სცვივა – Pantene-ის ორიგინალური კამპანია