in

„მოედანზე გელოდებით“ – FORTNITE თამაშში საფეხბურთო სქინებს ამატებს

სათამაშო სქინების გარდა, თამაშის მწარმოებელმა კომპანიამ თანამშრომლობა ბრაზილიელ პელესთანაც გააფორმა.

Sporti
Sporti

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაში „ფორთნაითი“ გეიმერებისთვის თამაშში საფეხბურთო კლუბების სქინებს ამატებს. Epic Game-ის განცხადებით, თამაშს 23 საფეხბურთო კლუბის სქინები დაემატება.

სათამაშო სქინების გარდა, თამაშის მწარმოებელმა კომპანიამ თანამშრომლობა ბრაზილიელ პელესთანაც გააფორმა. სწორედ ამიტომ, „ფორთნაითში“ მისი ლეგენდარული აღნიშვნაც დაემატება და მოთამაშეებს მოგებულ ხელზე ემოციების ვირტუალურად გამოხატვის საშუალება ამ ფორმით ექნებათ. ასევე, გაიმართება პელეს სახელობის ტურნირი – Pele Cup.

თამაშში შემდეგი 23 საფეხბურთო კლუბის სქინები დაემატება:

  • Manchester City FC
  • Juventus
  • AC Milan
  • Inter Milan
  • AS Roma
  • Seattle Sounders FC
  • Atlanta United
  • Los Angeles FC
  • Santos FC
  • Wolves
  • West Ham United FC
  • Sevilla FC
  • Sporting CP
  • Borussia Mönchengladbach
  • FC Schalke 04
  • VfL Wolfsburg
  • Rangers FC
  • Celtic FC
  • Cerezo Osaka
  • Melbourne City FC
  • Sydney FC
  • Western Sydney Wanderers
  • EC Bahia

გეგა ქუთათელის გამოფენა დედიკას გალერეის ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

General Motors და Cruise, თვითმართვადი მანქანების კომერციალიზაციისთვის, Microsoft-თან თანამშრომლობენ