in

Fortnite-ში არიანა გრანდეს ვირტუალური კონცერტი გაიმართება

როგორ შეძლებენ მომხმარებლები დასწრებას?

არიანე გრანდე იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც გრანდიოზულად შევიდა Fortnite სამყაროში – მისი უახლესი ვირტუალური კონცერტი “Rift Tour”-ის სახელით 6-8 აგვისტოს გაიმართება. მომღერალი ტყავით, დეკორაციებითა და სხვა აქსესუარებით იქნება წარმოდგენილი, რომელთა შეძენაც ონლაინ მაღაზიიდან იქნება შესაძლებელი.

Fortnite-ის ბოლო დიდი კონცერტი რეპერ ტრევის სკოტს ეკუთვნოდა, სახელწოდებით Astronomical. არიანე გრანდესთან თანამშრომლობა კი მეორე მცდელობაა პოპულარული ვირტუალური კონცერტის ჩასატარებლად. ორგანიზატორებს პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, კონცერტი საზოგადოების დიდ ყურადღებას მიიპყრობს – დაწყებული Fortnite-ისა და არიანეს გულშემატკივრებით, დასრულებული იმ ადამიანებით, რომელთაც უბრალოდ ვირტუალური კონცერტის გამოცდილების მიღება სურთ.

იმისათვის, რომ კონცერტს დაესწროთ, რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. პირველ რიგში, ჩამოტვირთეთ Fortnite v17.30 – უახლესი ვერსია. მნიშვნელოვანია, ეს კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მაინც გააკეთოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ ვირტუალურ ღონისძიებაში ჩართვას.

შემდეგ შეარჩიეთ, რომელ დღეს, რა დროს გსურთ კონცერტზე დასწრება. სისტემაში შესვლისას კი გამოჩნდება მენიუ, სადაც ამ თარიღის შემოწმებას შეძლებთ. ამასთან, შეგიძლიათ, რამდენიმე მათგანსაც დაესწროთ:

პარასკევს, 6 აგვისტოს 18:00 საათზე. ET (თბილისის დროით, 7 აგვისტოს 02:00)
შაბათს, 7 აგვისტოს, 14:00 საათზე ET (თბილისის დროით, 22:00)
კვირა, 8 აგვისტო შუაღამისას ET (თბილისის დროით, 9 აგვისტოს 08:00)
კვირა, 8 აგვისტო, დილის 10:00 საათი ET (თბილისის დროით, 18:00)
კვირას, 8 აგვისტოს 18:00 საათზე. ET (თბილისის დროით, 9 აგვისტოს 02:00)

უმჯობესი იქნება, თუ აპლიკაციას კონცერტის დაწყებამდე მინიმუმ 60 წუთით ადრე აჩმოტვირთვთ, რადგან Rift Tour ფლეილისტი ეთერში ყოველ გამოსვლამდე 30 წუთით ადრე ჩაირთვება.

iTechnics – 10 წელი თქვენი ემოციების გასაზიარებლად!

ნახეთ: დროებითი ინსტალაცია, როგორც ბუნებაზე აქცენტირება