in

თუ Fortnite-ის ახალ სეზონს შეიძენთ, თანხა უკრაინაში გადაირიცხება

Epic Games-მა, რომელიც ვიდეოთამაშ Fortnite-ის შემქმნელია, უკრაინის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. 2022 წლის 20 მარტიდან (Fortnite-ის ახალი სეზონის რეალიზაციის დღიდან) 3 აპრილამდე მიღებული მოგება ოთხ ორგანიზაციას გადაეცემა, რომლებიც უკრაინელებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევენ. Epic Games-ის ინიციატივას მხარი Microsoft-მაც დაუჭირა და ვიდეოთამაშის Xbox ვერსიის გაყიდვებით მიღებულ სრულ თანხას, უკრაინაში გადარიცხავს. სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენელთა ამ შემოწირულობას, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა (UNWFP), გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) და საქველმოქმედო ორგანიზაცია Direct Relief მიიღებენ.

Epic Games Store-მა, 2020 წელს, $5,1 მილიარდი გამოიმუშავა. ხოლო Fortnite-ის შემოსავალმა 2018 და 2019 წლებში, დაახლოებით, 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასევე, Fortnite-ის ახალი სეზონის რეალიზაციის საწყისი პერიოდი, ყველა წინა შემთხვევაში, ვიდეოთამაშისთვის ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდა. ამდენად, რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი იქნება ვიდეოთამაშის პირველი ორი კვირის მოგება, თუმცა სავარაუდოდ, ეს თანხა მიზერული არ იქნება. 

Training 4 life – ანიმაციის სრულად შესასწავლი პროგრამა „გარნამატაკისგან”

ნახეთ: 3 200 გაუმჟღავნებელ ფოტოფირზე აღბეჭდილი როკ-ენ-როლის ისტორია