in

Fortnite-ის ახალი გლობალური მუსიკალური სერია ინტერაქციული სახით იქნება წარმოდგენილი

Soundwave Series მუჰამედ ჰამაკის მონაწილეობით გაგრძელდება

veon
veon

Epic Games-მა Fortnite-ზე მუსიკალური წარმოდგენების ახალი ნაკრები წარადგინა. მასში მონაწილეობას მიიღებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მუსიკოსები – მოთამაშეები კი თითოეული მათგანის სიმღერას ინტერაქციულ რეჟიმში, თამაშის დროს მოუსმენენ.

Epic უკვე საკმაოდ ცნობილია Fortnite-ში მუსიკალური წარმოდგენების დანერგვით, მათ შორის ისეთი მომღერლების სანახაობრივი შოუებით, როგორიცაა ტრევის სკოტი და არიანა გრანდე. ახლა კი კომპანია სულ უფრო მეტად მუშაობს იმაზე, რომ Fortnite-ში სრულებით განსხვავებული, საინტერესო მუსიკალური გამოცდილება შექმნას. სწორედ ამას უკავშირდება ზაფხულის Easy Life ვირტუალური კონცერტი და ბალენსიაგას “Strange Times”.

ამ ტენდენციას Soundwave Series ეგვიპტელი მომღერლის მუჰამედ ჰამაკის მონაწილეობით გააგრძელებს. ჰამაკის შოუ 1 ოქტომბერს ღამის 2 საათზე დაიწყება და 3 ოქტომბრის იმავე დრომდე იქნება ხელმისაწვდომი. ახალი სერია, როგორც ჩანს, Epic-ის მომდევნო ინიციატივას წარმოადგენს. მოთამაშეებს შეეძლებათ, თამაშის პარალელურად, იმავე სივრცეში მოუსმინონ სიმღერებს – ნაცვლად ისეთი პლატფორმების გამოყენებისა, როგორიცაა Spotify.

უახლოეს თვეებში Soundwave Series-ში ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი Tones And I, ბრაზილიელი რეპერი ემიკიდა, იაპონელი პოპ არტისტი და მუსიკალური პროდიუსერი გენ ჰოშინო და ფრანგი მომღერალი აია ნაკამურა გამოჩნდებიან.

ბათუმში „თეგეტა აკადემიაში“, სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

Wolt, თბილისში, Wolt Market-ებს ხსნის