in ,

Forum By New Light – ფორუმი ახალი ნათებისგან

Forum By new Light 22 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ახალი ნათების ცენტრალური პავილიონის უკან გაიხსნება.Forum-new-light

კომპანიაში აცხადებენ რომ ახალი შოურუმი, როგორც თვისობრივად ასევე მომსახურების თვალსაზრისით განსხვავდება ახალი ნათების ქსელური მაღაზიებიდან და ამიტომ ქართულ ბაზარზე წარდგება განსხვავებული სახელწოდებით Forum By New Light  (ფორუმი ახალი ნათებისგან).

Forum by New Light არის ერთ–ერთი უნიკალური პროექტი მთელს ქვეყანაში როგორც არქიტექტურული ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის 3500კვ.მ ფართობის მქონე შენობა სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ევროპული მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქცია. შენობის არიქტექტურა უნიკალურია შენობაში გადმოტანილია ბუნებისა (მეჩხერი ტყე, მინდორი, მდინარის ქვიანი სანაპიროები) და ლანდშაფტის ელემენტები და წარმოადგენს მართლაც განუმეორებელ პავილიონს არა მხოლოდ არქიტექტურული არამედ ეკოლოგიის თვალსაზირითაც.” – აცხადებს თათა მორჩილაძე, კომპანიის პიარ მენეჯერი.

მარკეტერი ექსკლუზიურად და პირველად გთავაზობთ ფოტოს შოურიმიდან. დანარჩენი კი თავად უნდა ნახოთ.

Forum new light

მისტერ რექსის ორი ახალი ისტორია!

რისთვის შეიქმნა Mr.Rex და კიდევ რას უნდა ველოდოთ მისგან ?