in

თბილისში ნარჩენების მართვის თემაზე ფორუმი გაიმართება

5 მაისს, ექსპოჯორჯიაში, საზოგადოებრივი ფორუმი “Talking Environment” გაიმართება – სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები და თემით დაინტერესებული სხვა პირები ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. ღონისძიება საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში, 12:15-ზე დაიწყება.

BOG
BOG

„თუ  ხართ, სტუდენტი, ჟურნალისტი, ექსპერტი, სამოქალაქო საზოგადოების თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი ან უბრალოდ ადამიანი, ვისაც გული შესტკივა გარემოზე, შემოგვიერთდით საზოგადოებრივ ფორუმზე – გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოში, ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში; შეხვდით სხვა დაინტერესებულ პირებს და მათთან ერთად განიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა“.

ფორუმის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:

  • ნარჩენებთან დაკავშირებული ფაქტები და ციფრები
  • ნარჩენების მართვა საქართველოში, სამომავლო გეგმები
  • ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება
  • წარმატებული მიდგომები ნარჩენების მართვაში
  • ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია
    და მრავალი სხვა

ღონისძიების სპიკერები არიან: კარლ ჰარცელი (ევროკავშირის ელჩი საქართველოში), ლევან დავითაშვილი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი), ხატია წილოსანი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე), კახა კუჭავა (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე), მაიკე დამენი (საერთაშორისო ექსპერტი), ხათუნა გოგალაძე (გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი), ნინო თევზაძე (CENN).

ფორუმზე დასასწრებად, 1 მაისამდე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია .

„ამასთან, 1 მაისამდე, გამოაგზავნეთ ის შეკითხვები, რომლებზეც  გსურთ, რომ ისაუბრონ შეხვედრაზე. ფორუმის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური საჩუქრები“.

[R]

ნუ დაიჭერ საქმეს დედაბუნებასთან! – Apple-ის რეკლამა

Leavingstone-ის ვიდეომ The Webby Awards-ის ჯილდო მოიპოვა