in ,

FORWARD-ის პრომო ვიდეო, კლუბის შექმნის ისტორია და გეგმები

400 აპლიკაცია და 120 წევრი. FORWARD-ში მიღების პირველი ეტაპი დასრულდა! მარკეტერი წარმოგიდგენთ პრომო ვიდეოს, რომელიც სპეციალურად ახალი კლუბისთვის შეიქმნა. ვიდეოს გადაღება 1 კვირის განმავლობაში რაჭის და ბორჯომის ტყეებში მიმდინარეობდა. ავტორი – გივი მაღრაძე.

BOG
BOG

მარკეტერი აკო ახალაიას ესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა FORWARD-ი?

ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ბიზნეს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან და სტუდენტებთან, შესაბამისად, ვიცით მათ რა სჭირდებათ. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით ახალი სივრცის შექმნაზე. მისი პირდაპირი ანალოგი არ არსებობს, ამიტომ მოგვიწია 0-დან გამოგონება და ჩვენც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

ამოცანა: ახალი სივრცე უნდა ყოფილიყო ჩვენს რეალობაზე მორგებული, ის არ უნდა ყოფილიყო ტრეინინგ ცენტრი, არც კლასიკური გაგებით -“კლუბი”, სადაც მოსახვედრად მხოლოდ წევრობის სურვილია საკმარისი . მასში უნდა გვყოლოდა მენტორები, რომლებსაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. სივრცე უნდა აერთიანებდეს ადამიანებს, რომლებსაც სწავლა და განვითარება სურთ. თუ ეს ვერ დავინახეთ, წევრი მალევე ტოვებს კლუბს.

ჩვენი მიზანია ქვეყანაში ასეთი სივრცის არსებობა, აქედან გამომდინარე ეს არაა კომერციული პროექტი და მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის “შენარჩუნებაა”. დრო გვიჩვენებს რამდენად აქვს ამ კლუბს არსებობის უფლება.

M: როგორ ხდება კლუბის წევრობა?

პირველ ეტაპზე გაწევრიანება უფასო იყო და ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით ხდებოდა. ჩვენ ვვარაუდობდით 70-80 აპლიკაციას, მაგრამ  400 აპლიკაცია მივიღეთ და აქედან 120 ჩვენი კლუბის წევრი გახდა. სამომავლოდ კლუბის წევრთა რიცხვი გაიზრდება და პერიოდულად, არასწორად მოხვედრილი ადამიანები დატოვებენ მას, ეს ნორმალური პროცესია. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც რეგისტრაცია ვერ მოასწრო. ჩვენ ვერავიზე ვაკეთებთ გამონაკლისს. ვფიქრობთ რომ ყველას საკმარისი დრო ქონდა სურვილის შემთხვევაში. წევრების შერჩევაში 5 კომისიის წევრი დაგვეხმარა, რომლებიც სფეროში მოღვაწე პროფესიონალები არიან.

M: რა უპირატესობა აქვთ კლუბის წევრებს?

FORWARD-ის წევრობა უკვე ნიშნავს უპირატესობას, მისგან მიღებული ღირებულება გაიზრდება და ვფიქრობ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი და დასამტკიცებელი. ჩვენი მიდგომა ნებისმიერ წამოწყებაში ასეთია:

ვიწყებთ ძალიან მარტივად და ნელ-ნელა პროცესი ადის ახალ საფეხურზე. აქაც ასე მოხდება, ამ ეტაპზე კლუბის წევრებისთვის 29 ნოემბერს ტარდება პირველი მასტერკლასების სეტი, მაგრამ მომავალში თითოეული მონაწილე გახდება ის ცვლილება, რაც სურს რომ დაინახოს. შესაბამისად, შემდეგი პროექტი შეიძლება არ იყოს ლექცია- სემინარები და იყოს უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. კლუბში ძალიან ძლიერი ადამიანები არიან, მათ ძალების გაერთიანების შემთხვევაში დიდი ცვილებების გამოწვევა შეუძლიათ. მთავარი სურვილია.

M: რა ხდება 29 ნოემბერს?

ეს კლუბის პირველი ოფიციალური შეკრება და ღონისძიებაა. ჩვენ ოთხი ძალიან ძლიერი მენტორი მოვიწვიეთ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ პროგრამას. მათზე ბევრი საუბარი შეიძლება, მოკლედ კი ასეა:

1. გიორგი პოპიაშვილი – კანის ფესტივალის ლომების მფლობელი და JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი. Miami Ad School ის ლექტორი.

2. ბაკურ ლაშქარავა – სარეკლამო კომპანია სარკე-ს დამფუძნებელი, ამჟამად ამერიკაში მოღვაწე მეწარმე და სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი.

3. ნიკოლოზ მარკოზაშვილი – ESM თბილისის დაარსებიდან ბიზნესის სკოლის გაყიდვამდე მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

4. დავით ბირმანი – მარკეტინგის სფეროში 14 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ქვეყნის უმსხვილეს ბრენდებთან მუშაობის დიდი გამოცდილებით და ამჟამად საქართველოს ბანკის ელექტრონული მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

პირველი სამი მენტორი საკუთარი მიმართულებით ჩაატარებს მასტერკლასს, მეოთხე ნაწილში კი დავით ბირმანი იქნება მოდერატორი პანელ დისკუსიაზე და კლუბის წევრებთან ერთად მოხდება შერჩეულ თემაზე მსჯელობა და გარჩევა.

M: და ბოლოს, პრომო ვიდეო.. როგორ გაჩნდა იდეა და ვინ იმუშავა მასზე?

პრომო ვიდეოზე იმუშავა გივი მაღრაძემ და მისმა პროფესიონალურმა გუნდმა, სწორედ ეს ადამიანები მონაწილეობენ ვიდეოშიც. ისინი გამოცდილი ტრეისერები არიან და მათ მოძრაობებს ნუ გაიმეორებთ :). ვიდეოში გვინდოდა გვეჩვენებინა ის სული და ხასიათი რაც ფორვარდის წევრს უნდა ქონდეს. ტრეისერები ძალიან სარისკო და ექსტრემალურ მოძრაობებს აკეთებენ, თუ გივის კითხავთ გეტყვით რომ ეს ძალიან ადვილია. ადვილია მაშინ, როცა გაქვს ცოდნა, თავისუფლად მოძრაობ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ. ასე უნდა მოხდეს ფორვარდშიც. გვინდა ფორვარდელები დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში და ასეთივე მოძრაობები, ასეთივე თავისუფლებით აკეთონ საკუთარ სფეროში.

„ელფი“ – ჯიპისის მედიატორი მომხმარებელსა და აფთიაქს შორის

სინგაპურში მთავრობამ “სექსი” მესიჯის გასავრცელებლად გამოიყენა