in

Forward Festival-ზე სპიკერებად გიორგი ავალიანი და ნიკოლოზ კუმბარი მიიწვიეს!

დიზაინისა და კომუნიკაციის ფესტივალზე Forward Festival-ზე Holy Motors უკვე მეორედ დაიკავებს სცენას. ჰოლისტიკური დიზაინის კომპანია Holy Motors-ს სცენაზე, უკვე მეორედ, გიორგი ავალიანი და ნიკოლოზ კუმბარი წარმოადგენენ, ევროპის შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებთან ერთად. ღონისძიება 25-26 აპრილს, ჰამბურგის შუაგულში Jupiter-ის გამორჩეულ კულტურულ ცენტრში გაიმართება. სპიკერებად იხილავთ ვიზუალური კულტურის, შემოქმედებითი კომუნიკაციის, გრაფიკული დიზაინის, ანიმაციისა და ტიპოგრაფიის პროფესიონალებს: Erik Kessels, SNASK, Anton & Irene, Jung von Matt, Looping Lovers, Grilli Type, Dinamo. სრული ლაინაფი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://forward-festival.com/hamburg/overview.

როგორც გვიამბეს, Holy Motors-ის დამფუძნებლები და შემოქმედებითი ხელმძღვანელები გიორგი ავალიანი და ნიკოლოზ კუმბარი ფესტივალის სცენიდან მოყვებიან საკუთარ გამოცდილებაზე, ქართული კულტურისა და დიზაინის თავისებურებებსა და გამოწვევებზე. გამოსვლის შემდეგ Holy Motors გუნდი ჭაჭა „ბოდიშის“ აკომპანიმენტით ფესტივალის სტუმრებს უშუალოდ გაასინჯებს თანამედროვე ქართული კულტურის ცეცხლოვან გემოს.

„პროფესიონალების ასეთი შეკრებები საუკეთესო ფანჯარაა ერთმანეთის გონებაში ჩასახედად. რა გვაძლევს ძალას? რა შთაგვაგონებს? ძალიან ბევრი ვისწავლეთ Forward Festivalის სცენიდან და უზომოდ მიხარია, ახლა აქ ჩვენი ხმაც რომ ისმის.

სამაგალითო გზას გავდივართ ევროპასთან დასაახლოვებლად და შემოქმედებითი ადამიანების მეგობრობა ამ გზაზე გადამწყვეტია. გულითადი მადლობა ქართული კულტურის გულშემატკივრებს Othmar Handl-ს, პროფესორ Tim Renner-სა და ფესტივალის ორგანიზატორების დიდ გუნდს ჩვენი მოწვევისა და სრული შემოქმედებითი თავისუფლებისთვის“, – ამბობს გიორგი ავალიანი.

ბერლინში 2023 წლის სექტემბერში Holy Motorsმა ბერლინის HKW მსოფლიო კულტურების სახლის სცენა დაიკავა და გამორჩეულად დაამახსოვრა თავი ფესტივალის 2500-მდე სტუმარს. Forward Festivalის ბერლინის სცენაზე საქართველოდან კიდევ ერთი გამორჩეული გამომსვლელი იმყოფებოდა – Pocket Studioს დამფუძნებელმა, ანიმაციური ფილმების რეჟისორმა და ილუსტრატორმა ანა ჩუბინიძემ ქართული ანიმაციის ახალ სიცოცხლეზე ისაუბრა და თოჯინური ანიმაციის ვორკშოფი ჩაატარა.

Holy Motors-ის დამფუძნებელს აუდიტორია, ჰამბურგში, Forward Festival-ის სცენაზე 25 აპრილს 18:00 საათზე იხილავს.

შესაძლოა, ოთხშაბათი კვირის ყველაზე სტრესული დღე იყოს

თიბისი კონცეპტისა და extra.ge-ს სააღდგომო შეთავაზება