in

დრო მიდის და გამოწვევები იცვლება! მარკეტერი ახალ სივრცეს ქმნის!

2011 წელს ჩვენ პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალი შევქმენით ბიზნესზე, რომელიც დღემდე ყველაზე რეიტინგულია საქართველოში! დღეს ჩვენ პირველ ქართულ პროფესიულ სივრცეს ვქმნით მარკეტერებისათვის და მას FORWARD-ი ერქმევა.

BOG
BOG

forward

დრო მიდის და გამოწვევები იცვლება. 2011 წელს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვქმნიდით ჟურნალს, მაშინ მარკეტინგის სფეროზე არაფერი იწერებოდა, ძალიან დაბალი იყო ცნობადობა სფეროში მოღვაწე კომპანიებზე, პროფესიონალებზე და მათ საქმიანობაზე. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა დაძლეულია. მარკეტერი ქვეყანაში მოქმედი ნებისმიერი პროფესიონალისთვის სასარგებლო ადგილია, ისინი, მათი კომპანიები და საქმიანობები გაიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა!

არსებობდა ცოდნის გაზიარების პრობლემა და ამ მხრივ ჩვენ შევძელით საქართველოში ორი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის მოწვევა, რომლებმაც უკვე რამოდენიმე ღონისძიება ჩაატარეს ქვეყანაში. შევქმენით პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი, რომელიც დღეს ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიებაა საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში. TV11-თან ერთად გაკეთდა სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მთლიანად მარკეტინგს და სარეკლაო სფეროს ეხება, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ დავინახეთ გამოწვევა, რომ ახალგაზრდებს აქვთ განვითარების/ცოდნის გაღრმავების სურვილი, თუმცა საშუალება-არა. არსებული მარკეტინგის კურსები ძირითადად საწყისების შესწავლას გულისხმობს, მაგრამ რა ქნას ადამიანმა, რომელსაც სურს უფრო მეტი და უფრო სიღრმისეულად იცოდეს? ამისათვის ისევ უნივერსიტეტში დაბრუნება ან მოკლე ვადიანი კურსის გავლა გამოსავლად არ მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ შეიქმნა კლუბი FORWARD-ი. მასში მოხვედრა იქნება ფასიანი, მაგრამ მოსახვედრად აუცილებელია მიღება, რომელსაც ყველა ვერ შეძლებს. მოხდება თითოეულ მსურველთან გასაუბრება და გადარჩევა შევსებული აპლიკაციის მიხედვით. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ცოდნას და აინტერესებთ სხვისი საინტერესო გამოცდილება, ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ “დიპლომი” არ სჭირდება. ჩვენ არ გავცემთ სერთიფიკატებსა და დიპლომებს.

FORWARD-ს არ ეყოლება მასწავლებელი ან ლექტორი, მას ეყოლება მენტორი, რომელიც იქნება ცოდნის და გამოცდილების გამზიარებელი, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს, ვინაიდან გვინდა ხარისხი იყოს მაქსიმალურად მაღალი. ჩვენი მოსწავლე იქნება მოსწავლე და არა მსმენელი. თუ ადამიანი კლუბში მხოლოდ მოსასმენად ივლის, ის მალევე დატოვებს კლუბის რიგებს, რადგან ეს ფორვარდის ღირებულებებთან შეუსაბამოა.

კლუბის საბოლოო მიზანი იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც მარკეტინგის სფეროს განვითარება და საკუთარი ცოდნის გაღრმავება სურთ. პირველი ღონისძიება მალე დაანონსდება, მასზე აპლიკაციის შეტანას მხოლოდ მარკეტინგის მიმართულებით მოსწავლე და სფეროში მოღვაწე 20-30 წლის ადამიანები შეძლებენ.

მხარდაჭერა? ამ ეტაპზე კლუბის ერთადერთი მხარდამჭერი მარკეტერია. ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია დაუჭიროს კლუბს მხარი ფინანსურად, ეს კი ჩვენ მოგვცემს საშუალებას წარმატებულ აპლიკანტებს გადავახდევინოთ დაბალი გადასახადი სწავლის სანაცვლოდ.

ბრენდინგი Forward-ის აიდენტიკა გვინდოდა ყოფილიყო მინიმალისტური და აზრის გადმომცემი. ამისათვის ჩვენს დიდი ხნის მეგობარს და Behance Portfilio Review-ს გამარჯვებულს იანა მოსკალენკოს დავუკავშირდით, რომელმაც შექმნა FORWARD-ის ვიზუალური მხარე.

11231

2

დეტალები კლუბის შესახებ გამოქვეყნდება მის ოფიციალურ FB გვერდზე! https://www.facebook.com/forwardge

დაივიწყეთ სირი, ახლა ექოს დროა! – Amazon Echo

ვისკი “Glenfiddich”-ის ახალი აიდენტიკა