გასულ წელს საავტომობილო გიგანტმა, BMW Group-მა, გლობალურ პარტნიორობას მიაღწია Emirates Global Aluminum-თან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უმსხვილეს ინდუსტრიულ კომპანიასთან. ეს თანამშრომლობა ახალ CelestiAL ალუმინს უკავშირდება — სწორედ BMW გახდება მისი პირველი მომხმარებელი.
აღნიშნული ალუმინი ადგილობრივად იწარმოება, მზის ენერგიის გამოყენებით. კომპანიების მიზანი კი ის არის, რომ CO2-ის ემისიები შეამცირონ, რადგან ალუმინის წარმოება უკიდურესად დიდ ენერგიას საჭიროებს. ცხადია, ჰაერის ამგვარი დაბინძურება მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს, რაც მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ სიახლესთან დაკავშირებით, კრეატიულმა სააგენტო Serviceplan Middle East-მა თემატური ვიდეორგოლიც შეიმუშავა, რომელშიც ალუმინი ჩიტების სახითაა წარმოდგენილი, როგორც გარემოსთვის სრულიად უვნებელი პროდუქტი.