in

ფოსტერ საკიამას დინამიკური ნახატების მკვეთრი ხაზები

ფოსტერ საკიამას ნამუშევრები მბრუნავი ნახატის ეფექტს ქმნის, რომლებიც ცისფერ, წითელ და ყვითელ ფერებს ეყრდნობა. განაელი მხატვარი ასახავს მოცეკვავეების ქორეოგრაფიულ სინქრონულობასა და თავმდაბალ ქალებს, რომლებსაც აცვიათ თხელი მაქმანის ხელთათმანები და ფართოფარფლებიანი ქუდები. ეს ნახატები წრიულ ხაზებშია მოქცეული, რაც მას დინამიკურობას აძლევს.

საკიამა ამჟამად ნოლდორის რეზიდენტია, რომელიც განვითარებადი აფრიკელი მხატვრების მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამაა. ის უკვე მეორე წელია, არსებობს. რეზიდენცია ასევე არის განას ახლად დაარსებული ინსტიტუტის მუზეუმის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მომავალ თვეში გაიხსნება საზოგადოებისთვის. ახლა კი, სამ მარტამდე, საკიამას ნახატები რომშია გამოფენილი.

 

 

რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ნაადრევი სიკვდილის შანსების შესამცირებლად?

პეროვსკიტის ბადურას სინათლისა და ხელნაწერი ნომრების ამოცნობა შეუძლია