in

პირველი ფოტო Amazon-ის “ბეჭდების მბრძანებელის” სერიებიდან

ეს ყველაზე ძვირადღირებული სერიალია!

veon
veon

დროის ათვლა დაიწყეთ, ტოლკინის ფანებო! Amazon-მა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ძვირადღირებული სერიალის “ბეჭდების მბრძანებელი” პრემიერა 2022 წლის 2 სექტემბერს Prime Video-ზე შედგება. კომპანიის თქმით, პირველი სეზონის გადაღებები სულ ახლახან დასრულდა ახალ ზელანდიაში.

როგორც ჩანს, გულშემატკივრები უკვე მოუთმენლად ელიან პრემიერას – თვითერის პოსტს 30 წუთზე ნაკლებ დროში 30 000-ზე მეტი მოწონება დაფიქსირდა. გარდა სიახლისა, პოსტი ახალი შოუს პირველ ფოტოსაც შეიცავს, სადაც თეთრ სამოსში გამოწყობილი ფიგურის სცენურ კადრს ვხედავთ. თავის მხრივ, ამაზონს არ განუმარტავს აღნიშნული კადრის მნიშვნელობა და მეტი ინტერესისთვის საიდუმლოდ დატოვა. მართლაც, გულშემატკივრების მხრიდან არაერთი სავარაუდო მოსაზრება გაჟღერდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი არ დასტურდება.

ამასთან, წინასწარი განწყობა რომ შეიქმნათ, გეტყვით, სერიალში მოქმედება ჰობიტამდე და ბეჭდების მბრძანებლამდე ათასობით წლით ადრე ხდება. ტოლკინის ნაწარმოებში ოთხი ეპოქაა. ბეჭდების მბრძანებელი მესამე ეპოქაში ჩნდება, ხოლო სერიალის სცენარი მეორეში ვითარდება – სწორედ მაშინ, როდესაც ბნელი ლორდ საურონის მიერ ცნობილი ბეჭედი შეიქმნა.

“შედარებით მშვიდობიან ხანაში დაწყებული სერიალი როგორც ნაცნობი, ისე უცნობი პერსონაჟების შესახებ გვიამბობს, რომლებიც დედამიწის დიდი ბოროტების აღორძინებას უპირისპირდებიან” – ნათქვამია ამაზონის განცხადებაში.

ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში ამაზონმა ინტერაქციული რუკა გააზიარა, რომელიც დედამიწის შუა ნაწილს ასახავს. მომხმარებლებს მისი მასშტაბირება და რუკის ნაწილებზე გადაადგილებაც კი შეუძლიათ. მართალია, აქ ბევრი არაფერია სანახავი, მაგრამ ძირითად ყურადღებას კუნძული ნუმენორი იქცევს, რომელიც ზღვიდან ამოდის, შემდეგ კი ნადგურდება და კვლავ იძირება.

ცხადია, ასეთი ტიპის შოუს ბევრი მსახიობი სჭირდება და ამიტომაც, კომპანიამ მონაწილეობის მისაღებად მსახიობების გრძელი სია წარმოადგინა. თუმცა ჯერჯერობით ბევრი დეტალი არ არის ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რომელი პერსონაჟის როლს მოირგებს. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, რობერტ არამაიო ბელდორის სახით მოგვევლინება სერიალში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა უფლებების მისაღებად, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცევს.

ღია უნივერსიტეტი: „თითოეული სტუდენტი ცალკე საგნად შეისწავლის მეწარმეობას და ექნება ვალდებულება შექმნას საკუთარი მინი-ბიზნესი“

ნახეთ: LEGO Pac-Man-ის კინეტიკური სკულპტურის კონცეფცია