in ,

ფოტოები, რომლებიც სამყაროს ცვლიან! რა ხდება გაზეთში დაბეჭდილ სურათებს მიღმა?! – The New York Times–ის კამპანია

The New York Times–ს სურს დაანახოს მკითხველს თუ რამხელა ძალისხმევა და სირთულეა იმ სიტყვებსა და ფოტოებს მიღმა, რომლებსაც ყოველდღიურად გაზეთებსა და ინტერნეტ სივრცეში ვკითხულობთ. ჟურნალისტები, რომლებიც ამ ამბების მოპოვებაზე მუშაობენ და განსაკუთრებით კი ფოტო რეპორტიორები, რომლებიც უმძიმეს კადრებს აფიქსირებენ, ხშირად სერიოზული დილემის წინაშე დგებიან. რთულია ისეთ კრიტიკულ მომენტებში, როგორიც მაგალითად საომარი მოქმედებებია, განსაზღვრო, რა უფრო პრიორიტეტულია, სხვისი დახმარება, თუ რეალობის დაფიქსირება. ხშირად, ამ ყველაფერს ისიც ამწვავებს, რომ მათ საკუთარი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაც კი უწევთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი სიმძიმე ალბათ ახლოსაც კი ვერ მივა იმ ადამიანების მდგომარეობამდე, რომლებსაც ფოტოზე ასახავენ.

 

The New York Times–მა სააგენტო Droga5 NY–თან ერთად, სარეკლამო კამპანია შექმნა, რომელიც ამ პროფესიის მქონე ადამიანების უმძიმეს სამუშაო პირობებს ასახავს. კამპანიის ფარგლებში, ორი ვიდეორგოლი გამოუშვეს: პირველი ისტორია ფოტორეპორტაჟია სირიიდან დევნილ ადამიანებზე, რომლებმაც უკეთესი მომავლის იმედით, მთელი ოკეანე გასაბერი ნავის დახმარებით გადმოცურეს. ფოტოების ავტორი კი The New York Times–ის ფოტორეპორტიორი Tyler Hicks–ია.

მეორე რგოლში ფოტორეპორტიორმა Bryan Denton–მა ტერორისტული დაჯგუფება ISIS–ის დავდასხმა დააფიქსირა.

 

გაუფრთხილდი სიცოცხლეს! – პრინტ კამპანია ავტოსაგზაო შემთხვევების წინააღმდეგ

გემრიელი ლუდის თანხლებით განხილული შეხედულებები – Heineken–ს ძალიან კარგი ექსპერიმენტი