in

ნახეთ: ფოტოები, რომლებსაც მარტოობისა და სიცარიელის სამყაროში გადავყავართ

ფოტოგრაფ არჩ მაკლეიშს დაცარიელებული ადგილების ესთეტიკა ხიბლავს

ნიუ-იორკში მცხოვრებ ფოტოგრაფსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, არჩ მაკლეიშს დაცარიელებული ადგილების ესთეტიკა ხიბლავს. მის ფოტოებში ადამიანების მიერ დატოვებულ კვალს ვაწყდებით.

უკვე მეორე წელია, სიცარიელის სილამაზე განსაკუთრებით აქტუალურია. ფოტოგრაფმა კი მისი მშვენიერება და სიმშვიდე საკუთარ შემოქმედებაში აღბეჭდა. მაკლეიშის ფოტოებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ მისი ინსპირაციის წყაროს აშშ-ს ლანდშაფტები, მარტოობის მომენტები, საღამოს შუქი, ნისლი და პლასტმასის ჩანთები წარმოადგენს.

არჩ მაკლეიშის ფოტოსურათები ბუნდოვანი თხრობითობის მატარებელია, რომელსაც ყოველი ადამიანი საკუთარი ფანტაზიის შესაბამისად წარმოიდგენს. უცნობია, რას გამოხატავს დაცარიელებული ადგილები – მდუმარე პალიტრა, დღისა და ღამის შუქების მონაცვლეობა. თითქოს, ყოველი გამოსახულება ახლა, აქ, ამ რეალობაშია მოცემული და ამავდროულად, დროში შეჩერებული.

I M – მილანის „ინტერმა“ ახალი ლოგო წარადგინა

როგორ შეუძლია კრიზისის კონტროლს თქვენი კომპანიის გაძლიერება?