გაიცანით ჯულიენი, ადამიანი, რომელიც ბავშობიდან მოყოლებული, ყველა ვიდეოში თუ ფოტოზე “გაბლარულად” ჩანს. სხვების მსგავსად, ჯულიენს ბედნიერი მომენტების ამსახველი სამახსოვრო ფოტოსურათები, სამწუხაროდ, არ აქვს. მისი დაფიქსირება ვერც სამშობიაროდან გამოყვანისას, ვერც სკოლის თუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და ვერც ქორწილის დღეს მოახერხეს. თუმცა, ჯულიენის ცხოვრებაში ყველაფერი ერთი, სრულიად მოულოდნელი სურათით იცვლება. Huawei ახალი, სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლით, რომლის შექმნაზეც სააგენტო Buzzman-მა იზრუნა, თავისი სმარტფონების გადაღების ძლიერ ფუნქციებს უსვამს ხაზს – მაღალი ხარისხი, კარგი ფოკუსი და ბუნებრივი ფერები. სწორედ, ამ სმარტფონის საშუალებით, ჯულიენი პირველად იხილავს თავის გამოსახულებას ფოტოზე.











