in

ფოტოებზე აღბეჭდილი წითელი მელიების თბილი ურთიერთობა

ფოტოგრაფი, რომელიც ველური ბუნებითაა გატაცებული, როზელინ რაიმონდი, ცდილობს მელიების შესახებ არსებული მცდარი წარმოდგენები მათი თბილი და ლამაზი ფოტოებით შეცვალოს. მის ახალ ფოტოსერიაში ჩანს, რომ მაშინაც კი, როცა მელიები მარტოხელა მონადირეები არიან, თავის ოჯახის წევრებთან აქვთ მოსიყვარულე ურთიერთობა.

BOG
BOG

ნიდერლანდებში მცხოვრები რაიმონდი 10 წლის განმავლობაში დადიოდა ბუნებაში მელიების გადასაღებად. იმის მიუხედავად, რომ მან ამ ხნის მანძილზე კარგად შეისწავლა ეს ცხოველები და მათი სხეულის ენა, მაინც ყოველთვის სიახლეს პოულობს მელიების ხელახლა დათვალიერებისას. 

მელიები ძალიან ინტელექტუალური ცხოველები არიან, საკუთარი გონებით, მათ აქვთ ქცევის მთელი რიგი და პირადი არჩევანი. ისინი განუწყვეტლივ ერგებიან გარემოებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა არ ვიცოდით, რაც ნამდვილად ართულებს მათ პროგნოზირებას”, – ამბობს რაიმონდი.

ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ მელიები მარტოხელა არსებები არიან. ფოტოგრაფი განგვიმარტავს, რომ ეს ფაქტორი მხოლოდ ნადირობის დროს შეინიშნება და არანაირად არ ეხება ამ ცხოველის სოციალურ ცხოვრებას. რაიმონდის ფოტოებში ვხედავთ მელიათა წყვილებსა და ჯგუფებს, რომლებიც თბილად ესიყვარულებიან ერთმანეთს.

რაიმონდი იმასაც ამბობს, რომ ოჯახური კავშირები მელიებში დიდ როლს თამაშობს. წინა თაობები ყოველთვის ასწავლიან უმცროსებს თამაშს, საკვების მოტანასა და ნადირობას. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ფოტოებზე გამოსახულ მელათა ზუსტი ურთიერთობა, აშკარაა, რომ მათ განსაკუთრებული კავშირები აქვთ და სურთ, სიყვარული გამოხატონ ერთმანეთის მიმართ”, – წერს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფის სხვა ნამუშევრები მის ვებსაიტზე შეგიძლიათ, ნახოთ.

მარიამ თევზაძის ნამუშევრები მადრიდში Drawing Room-ის გამოფენაზე მოხვდა

რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ნაადრევი სიკვდილის შანსების შესამცირებლად?