in

ფოტოგრაფია, როგორც დიზაინის შთაგონება – 2025 წლის ტენდენციები

იმ ეპოქაში, სადაც ვიზუალური კონტენტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, დიზაინერები მეტად აქცევენ ყურადღებას ფოტოხელოვნების ტენდენციებს. Stills-მა, ინოვაციურმა პლატფორმამ ფოტოების ლიცენზიისთვის, გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლითაც 2025 წლის ფოტოგრაფიის ტენდენციები გახადა ცნობილი. ეს შეიძლება იყოს ინსპირაცია ბევრი დიზაინერისთვის, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ნამუშევრები უფრო მიმზიდველი გახადონ.

BOG
BOG

გულწრფელი ფოტოები

2010-იანი წლებში პოპულარული იყო ე.წ. პრიალა ესთეტიკა, დღევანდელი აუდიტორია ისწრაფვის ავთენტურობისკენ. ბრენდები პროდუქტების გაყიდვიდან გამოცდილებასა და ადამიანურ კავშირებზე გადადიან. ეს ტენდენცია მოიცავს რეალურ, გაუფილტრავ მომენტებს, რომლებიც ყველა სფეროში შევიდა. 

აბსტრაქტული

ე.წ. flat design 2025 წელს სულ უფრო ტენდენციური ხდება. აბსტრაქტული და ტექსტურული გამოსახულება ვიზუალს უფრო აღრმავებს, ციფრული და ფიზიკური დიზაინის შერწყმას უკეთ წარმოაჩენს და მნახველს ხანგრძლივი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს. 

ბნელი გამოსახულება

დრამატული ვიზუალი ღრმა ჩრდილებით, მდუმარე ტონებითა და თამამი კონტრასტებით მედიის ყურადღებას იპყრობს. ის შთაგონებულია ისეთი მდიდრული მოდის სახლებით, როგორებიცაა: Louis Vuitton, Gucci და Fear of God. ეს ტენდენცია აძლიერებს ვიზუალურ ეფექტს და ქმნის საოცრად თანამედროვე ესთეტიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერწყმულია სუფთა ტიპოგრაფიასთან.

მაღალი განათება

პირდაპირი განათება, ანუ ფლეშ ფოტოგრაფია სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბრენდების მიერ, რომლებიც ცდილობენ გამოიყურებოდნენ როგორც ავთენტურად, ასევე ენერგიულად.

JPEG Artifacting

 

ის ჯერ ახლა იკიდებს ფეხს და სურათებს დაუმუშავებელ, განზრახ არასრულყოფილ ხარისხს ანიჭებს. რაღაც მხრივ, მან შეიძლება ადრეული ინტერნეტის ნოსტალგიაც გაგიჩინოთ, თუმცა, ამავე დროს, გთავაზობთ უნიკალურ ვიზუალურ ტექსტურას.

კოლაჟი

გაუთვალისწინებელი წესები და ფენების ელემენტები ქმნის ორგანიზებულ ქაოსს, რომელიც განსაზღვრავს კიდეც ამ ტენდენციას. იმ დროს, როცა კონტენტს ხელოვნური ინტელექტი იპყრობს, შემოქმედები თითქოს უფრო მიისწრაფვიან ადამიანური ელემენტების შემოტანით. კოლაჟები ორგანული ნამუშევრებია, რომლებიც დღევანდელ გადატვირთულ ვიზუალურ კონტენტს ორიგინალურს ხდის.

ნახევრად დასრულებული

აქაც ვხვდებით არა პრიალა, არამედ ავთენტურ ესთეტიკას მიზანმიმართული არასრულყოფილებით. ზოგჯერ ის სპეციალურად ჰგავს ხელით დახატულ დიზაინს, ზოგჯერ ამ სტილში შემოჰყავთ პესრონაჟებიც, რათა ნამუშევარს მეტად ეტყობოდეს პერსონალობა და ხასიათი.

ეს ის ძირითადი ტენდენციებია, რომლებმაც 2025 წელი განსაზღვრა და ფოტოგრაფია დიზაინს დაუკავშირა. მართალია, თითოეული მათგანი თავისებურია, თუმცა სტატიის შეჯამებისას შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აქ ჩამოთვლილ ყველა ტენდენციას აქვს საერთო – მიდრეკილება ავთენტურობისა და სისადავისკენ.

როგორ გავუმკლავდეთ მტრულ დამოკიდებულებას სამსახურში

როგორ დავიბრუნოთ მოტივაცია? — 9 სტრატეგია