in

ნახეთ: ფოტოგრაფის თვალით დანახული ხელოვნური ტბები უნგრეთში

სერია უნგრული სოფლების მშვენიერების ხაზგასმას ეხება

გაბორ ნაგი ბუდაპეშტში მცხოვრები ფრილანსერი ფოტოგრაფია, რომელიც პეიზაჟების გადაღებაში, სამოგზაურო ფოტოგრაფიასა და კინოწარმოებაშია სპეციალიზებული.

“როდესაც უნგრეთის ტურიზმის საბჭომ ახალი სერიის გადაღება მთხოვა, რომელიც სოფელს ეხებოდა, ვიცოდი, რომელი ადგილები უნდა მომენახულებინა. მე ხომ მუდმივად ვეძებ ძვირფას ადგილებს, სადაც იდეალური პირობებია, ვამონტაჟებ აპარატურას და ვიღებ სერიებს” – ამბობს ფოტოგრაფი.

მან რამდენიმე წლის წინ დელეგიჰაზას ხელოვნური ტბები აღმოაჩინა, როდესაც ბუდაპეშტის ახლო ტერიტორიებზე საინტერესო ადგილებს ეძებდა. სოფელი დედაქალაქიდან მხოლოდ ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. მთავარ მშვენიერებას ის წარმოადგენს, რომ ტბების სანაპიროებზე სახლებია აგებული.

“ეს არის კიდევ ერთი სერია, რომელიც მიზნად იმის ჩვენებას ისახავს, თუ რამხელა სილამაზის აღმოჩენაა შესაძლებელი ჩვენს სოფლებში”. 

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

„აჭარაბეთზე“ მოგების სეზონი იწყება