Bay Area-ს ფოტოგრაფი დორის მიტჩი ფრინველების ცვალებადი ფრენის ნიმუშებს აფიქსირებს სერიით Locked Down Looking Up. სვავების ხროვა ბრუნავს წრეზე და ლამაზ ხვეულებს ქმნის გორაკებს შორის, ყვავები სქელი ტყეებისკენ ეშვებიან და გრძელ ზოლს ქმნიან, რა ფორმაშიც ზღვას უფრენენ თავზე.
მიმდინარე პროექტი 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც მიტჩმა თავის კართან დააყენა კამერა და გადაიღო ფრინველების თანმიმდევრული ფოტოები, რომლებიც მისი სახლის გარშემო დაფრინავდნენ. მას შემდეგ მან კალიფორნიის სანაპიროზე იმოგზაურა და მოაბის უდაბნოს პეიზაჟებში სვავების, ყვავებისა და თოლიების გადაფრენა აღბეჭდა.

მიტჩის კომპოზიციები ერთმანეთისგან დროის ხანგრძლივობით, ფრინველთა რაოდენობითა და ფოტოების საერთო რაოდენობით განსხვავდება, რომლის საშუალო რიცხვი 500-დან 5000-მდე მერყეობს. Colossal-თან ინტერვიუში მიტჩი აღნიშნავს, რომ მისი ფავორიტია Lockdown Vulture, რომელიც გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ერთი სვავი ნელ წრეებს აკეთებს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. მისი სხვა ამ სერიის კადრები 25 ფრინველის შთამბეჭდავ ფრენას გამოსახავს, რომლებიც ერთად ტრიალებენ.


ამ სერიის გარდა, ფოტოგრაფს შოშიებისადმი მიძღვნილი კოლექციაც აქვს გადაღებული, რომელიც შეგიძლიათ ვებგვერდზე იხილოთ.













