რიკ ცე გახლავთ ფოტოგრაფი ჰონგ-კონგიდან, რომელიც შეყვარებულია ფოტოებსა და მოგზაურობაზე. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მან მინიატურული ღირსშესანიშნეობების კეთება დაიწყო.
DeMilked-თან ბოლო ინტერვიუში რიკმა ისაუბრა, თუ რამ შთააგონა მას ხელოვნების ამ ფორმის არჩევა – „ბევრ ფოტოგრაფსა და მხატვარს აქვს მინიატურული ფოტოგრაფია, მაგრამ არც თუ ისე ბევრი მათგანი (რამდენადაც მე ვიცი) იყენებს ასეთ იდეას ღირსშესანიშნაობების ხელახლა შესაქმნელად. ამიტომ მინდა გამოვიყენო ეს ფოტოები ჩემი „საკუთარი სერიის“ შესაქმნელად“.
ფოტოგრაფი იყენებს საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა თმისსამაგრები, A4 ქაღალდი, თეფშები და თასები, ღვინის საცობი და ა.შ.
“თითქმის ყველა მინიატურული სურათი შეიქმნა ჩემს სასადილო მაგიდაზე, ხელის LED განათების და DSLR კამერის გამოყენებით. უმეტესი ნაწილი შუაღამესაა შექმნილი, მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი და ცოლი დაიძინებენ, რათა ხელი არ შევუშალო მათ“.
გთავაზობთ რიკ ცეს ნამუშევრების ფოტოგალერეას: