in

ტელეარხ Fox-ის გლობალური რებრენდინგი

ტელეკომპანია “FOX International Channels”-მა გლობალური რებრენდინგის შესახებ განცხადება გააკეთა.

BOG
BOG

რებრენდინგი ამერიკის გარეთ 126 ტელეარხსაც შეეხო. ამერიკელმა დიზაინერებმა ერთიანი რებრენდინგი წარმოადგინეს, რომელიც საეთერო გაფორმებას, ლოგოტიპს და ასევე ყველაზე პოპულარული სერიალის აიდენტიკას ეხება.

ტელეკომპანია, მთელ მსოფლიოში სინქრონულ რებრენდინგს სერიალის “The Walking Dead”-ის ახალ ეპიზოდის გამოსვლასთან ერთად განახორციელებს.

Black Blue White

კვლევის შედეგად ტელეკომპანია ისევ პირველ ადგილზეა ცნობადობის და მაყურებლის რაოდენობის მიხედვით. ფოქსის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყველა ქვეყანაში, სადაც მათ მაუწყებლობა აქვთ სერიალების პრემიერა ერთი და იგივე დღეს გაიმართება. სწორედ ეს გახდა გლობალური რებრენდინგის მიზეზი.

ტელეკომპანია სტუდია “21st Century FOX”-ს ეკუთვნის. ყველა გადაცემა თუ სერიალი, რასაც ტელეკომპანია ფოქსი ფლობს მათი საკუთარი ნამუშევარია. ჯამში ბრენდი 300 ტელეარხს ფლობს, მათ შორისაა : FIC FOX, FOX Sports, FOX Life, National Geographic Channel,  FIC FOX Movies, FOX Movies Premium, და Star Chinese Movies.

fox2 rebranding_fox_channel_in_neuem_gewand3_evo_580x326 walking-dead-04-603x394

რჩევები სოციალურ მედიაში სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან – შონ გარდენი

რეალის ფეხბურთელები ქალაქ მადრიდის ტურისტულ ვიდეო რგოლში