in

FoxFund – შენი შვილის ფინანსური მენეჯერი

ჩვენი შვილები გაჯეტებთან დიდ დროს ატარებენ და ყველა მშობელს უნდა, რომ ეს დრო სასარგებლო საქმიანობად აქციოს. რას იტყოდით, რომ გქონდეთ აპლიკაცია, რომელიც მას ფინანსურ განათლებას მისცემს და პასუხისმგებლობიან მოქალაქედ ჩამოაყალიბებაში დაეხმარება. ეჭვი გვაქვს, ამაზე უარის თქმა გაგიჭირდებოდათ და შედეგად იმას მივიღებთ, რომ ბავშვიც „გაერთობა” და ამ თამაშ-თამაშით საჭირო ინფორმაციასაც მიიღებს.

წარმოგიდგენთ ახალ აპლიკაციას FoxFund, რომლის მისია ბავშვებისთვის ფინანსური ცოდნისა და უნარების განვითარებაა. ის დაახლოებით 9-დან 17 წლამდე მოზარდებისთვისა და ისეთი მშობლებისთვისაა, რომლებიც თავიანთი შვილის მყარ ფინანსურ მომავალზე ზრუნავენ.

აპლიკაცია მრავალი ფუნქციით იქნება საინტერესო და ერთგვარი ასისტენტის როლს შეასრულებს, რომელიც მუდამ მზადაა დასახმარებლად. ის მომხმარებელს მიაწვდის საკითხავ მასალას, ულიმიტო წვდომას კურსებზე როგორც მშობლებისთვის, ისე მათი შვილებისთვის, სახალისო გაკვეთილებსა და დავალებებს, რომლებიც ფოკუსირებულია იმაზე, რომ ბავშვმა ერთდროულად მიიღოს ცოდნა, გაერთოს და პოცესით მაქსიმალურად სიამოვნება მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სახალისო ინტერაქციები შექმნილია განათლების ფსიქოლოგებთან კონსულტაციით, რაც აპლიკაციას უფრო საიმედოსა და სანდოს ხდის.

აპლიკაციის მთავარი მოქმედი გმირია მოზარდი, რომელიც სხვადასხვა დავალების შესრულების შემდეგ მშობლის მიერ განსაზღვრულ ფულად ჯილდოს იღებს. ბავშვს შეუძლია, მიღებული თანხა დახარჯოს ან შეინახოს სამომავლო მიზნებისათვის. პროცესი ეხმარება მოზარდს, საკუთარი შრომით გამოიმუშაოს თანხა და მიიღოს სარგებელი. რა თქმა უნდა, აპლიკაციაში ყველა პროცესი მშობლისთვის ხელმისაწვდომი და გამჭირვალეა.

FoxFund სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შემდგარი ქართული სტარტაპია. ისინი საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომლის მთავარი გზავნილია – შენი შვილის პირველი ფინანსური მენეჯერი. მათ სურთ, რომ მომავალი თაობა ადრეული ასაკიდანვე შეეჩვიოს ფინანსების მართვას და განივითაროს ის უნარები, რაც დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპზე გამოადგება.

აპლიკაციის გადმოწერა შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ: App Store, Google Play. ის ყოველთვიური გამოწერის პრინციპით მუშაობს. მარტივი ნავიგაცია და მხიარული ინტერფეისი კი მის გამოყენებას უფრო სასურველს ხდის.

[R]

როგორ შეიცვალა შუა რგოლის მენეჯერების როლი პანდემიის შემდეგ

ზურა მჭედლიშვილის პირველი სოლო გამოფენა 28 მარტს გაიხსნება