in

როცა სულ უფრო მეტი გინდა – Fox–ის სარეკლამო კამპანია

როდესაც რაღაც გვიყვარს ან გვაინტერესებს, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა ხოლმე, მაგალითად, გემრიელი, ტკბილი შოკოლადი – მივირთმევთ, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. ან, თუნდაც, მოგზაურობა, ერთ ქვეყანას ვესტუმრებით, მასში რაღაც ახალს აღმოვაჩენთ და მაშინვე გვიჩნდება კიდევ უფრო მეტის დათვალიერების სურვილი. ახალი ტექნიკა გამოდის თუ არა, მომენტალურად ბოლომდე შევისწავლით, მივიღებთ მისგან ყველა სასარგებლო ფუნქციას და მაშინვე კიდევ უფრო გაუმჯობესებულის შეძენის სურვილი გვიჩნდება. მატერიალურსა და ფიზიკურს რომ თავი დავანებოთ, როდესაც ვიღაც გვიყვარს, არ გვყოფნის მასთან ყოფნა ან საუბარი, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა.

სატელევიზიო არხმა Fox ადამიანური ბუნების ეს “გაუმაძღარი” მხარე თავისი არხის ახალი გაუმჯობესებული პაკეტის “Fox+”–ის რეკლამისთვის გამოიყენა. როდესაც ჩვეულებრივ Fox-ს ვუყურებთ, ყოველთვის უფრო მეტის ნახვა გვინდა ხოლმე, ამიტომაც შეიქმნა “Fox+” – უფრო მეტისთვის.

ნიკო თევდორაშვილი – #პირველისამსახური

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, როცა ჩვენს გარშემო ყველა შვებულებაშია?