ლეპტოპი თუ პერსონალური კომპიუტერი? ამ კითხვას დიდი ხანია სვამენ… ზოგს ლეპტოპის პორტატიულობა ურჩევნია, ზოგიც უპირატესობას დესკტოპის უკეთეს შესაძლებლობებს ანიჭებს და ამას კომპაქტურობის გამოც კი არ თმობს. ბევრი დებატიც გამართულა ამ თემაზე, რომელთაც ახლა წერტილი Framework-ის ახალმა Laptop 16-მა შეიძლება დაუსვას განახლებადი NVIDIA გრაფიკით.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, NVIDIA GeForce RTX 5070 გრაფიკული მოდული NVIDIA-ს უახლეს Blackwell არქიტექტურას 8 GB GDDR7 მეხსიერებით გვთავაზობს. ხოლო, ახალი ლეპტოპი, Radeon RX 7700S მოდულთან შედარებით, 30-40%-ით უკეთეს სათამაშო კადრების სიხშირეს უზრუნველყოფს. კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ ამ განახლებას უბრალოდ ექვსი ხრახნი და დაახლოებით სამი წუთი სჭირდება, რითაც ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.
Framework Laptop 16-ს გამორჩეულს მისი მოდულარობა ხდის — Input deck სრულად კონფიგურირებადია და საშუალებას გაძლევთ, კლავიატურის მოდულებს, ციფრული კლავიშებს, მაკრო კლავიშებსა და გამოტოვებებს შორის თქვენი საჭიროებების მიხედვით გადართოთ. არ აქვს მნიშვნელობა, პროგრამისტი ხართ, გეიმერი თუ სხვა რამ, მას ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია.
ტევადობა და მეხსიერებაც კი დამოუკიდებლად ახლდება და იმას ქმნის, რასაც კომპანია Laptop for life-ის ფილოსოფიას უწოდებს. ხოლო მოქნილობის ამ დონით თითქმის დესკტოპს ემსგავსება… თერმული სისტემაც განახლდა მოწინავე თერმული ინტერფეისის მასალებისა და 240-ვატიანი USB-C დამტენის გამოყენებით, რათა გაზრდილი ენერგომოთხოვნილება დააკმაყოფილონ.
კრეატორებისთვის, გეიმერებისა თუ პროგრამისტებისთვის, რომლებიც ლეპტოპების უმეტესობის ერთჯერადი ბუნებით არიან იმედგაცრფუებულნი, Framework Laptop 16 საინტერესო ალტერნატივას წარმოადგენს. თუმცა დაამკვიდრებს თუ არა ახალ სტანდარტს ინდუსტრიაში, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს…












