17
Jan
2018

ზამთრის ყველაზე ჩუმი ოლიმპიური თამაშები – France Televisions-ის სახალისო ვიდეორგოლი

17 Jan 2018



ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 9 თებერვლიდან 25-ის ჩათვლით, სამხრეთ კორეაში გაიმართება, სულ ცოტა დრო რჩება. ეს ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენათაგანია, რომელიც ყოველთვის მთელი მსოფლიოს ყურადღებას იზიდავს და რომელსაც ყველა სულმოუთქმელად ელის. იმ აზარტისა და ექსტრემალურობის გამო, რომელიც ზამთრის ყველა სპორტს თან ახლავს, რთულია ასპარეზობებს უემოციოდ ან ჩუმად ყურება. France Televisions-ის ახალი სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც არხისთვის სააგენტო Publicis-მა მოამზადა, მაყურებელს შეუფერხებელ, ამასთან ხმადაბალ ტრანსლაციას პირდება, იმ შემთხვევაში, თუ სახლში მცირეწლოვანი, ძლივს დაძინებული ბავშვები არიან.

 

განხილვა