ფრანგულ სატელევიზიო შოუში France’s Got Talent, ახალგაზრდა წყვილი, სპეციალური ცეკვით წარდგა. პერფორმანსი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ გულგრილი არც მაყურებელი და ჟიური არ დარჩენილა.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=-q6CQAppxSU[/embedyt]
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა, მსოფლიოს მაშტაბით, დღეს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ საქართველოში, გაეროს 2018 წლის ეროვნული კვლევის თანახმად, 7-დან 1 ქალი ოჯახში ძალადობას განიცდის.
შეგახსენებთ, Got Talent ბრიტანული წარმოშობის სატელევიზიო პროექტია, რომელიც მსოფლიოს 58 ქვეყანაში (სხვადასხვა სახელწოდებით) ხორციელდება და ეძებს ტალანტებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში გადაცემა „ნიჭიერის“ სახელით, 2010 წლიდან გადის.













