in

ქართულ ბრენდ „ბროტმაისტერის“ სახელწოდების ქვეშ ბაქოში საწარმო და ხუთი ფილიალი გაიხსნება

28 სექტემბერი ქართული გასტრონომიული ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო თარიღია, რადგან დღეს, 15 საათზე გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის დედაქალაქში – ბაქოში, ქართულ ბრენდ „ბროტმაისტერის“ სახელწოდების ქვეშ, საწარმო და ხუთი ფილიალი გაიხსნება. აზერბაიჯანულ კომპანიაზე ფრანჩიზის გაყიდვის შეთანხმებას შპს „ბროტმაისტერმა“ ზაფხულში მიაღწია.

რაც შეეხება ბრენდის მცირე ისტორიას: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის მხარდაჭერით, შპს „ბროტმაისტერი“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის ზაფხულში კი პირველი ფილიალი გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, სხვაგვარად ჟღერადი სახელწოდების მიუხედავად, ბრენდი 100%-ით ქართულია. მისმა დამფუძნებლებმა ავსტრიელი პარტნიორების ტრენინგებისა და ინგრედიენტების დახმარებით, ავსტრიული ტექნოლოგიით ცხობა დანერგეს და „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით, გამართეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ცენტრალიზებული საწარმო.

13 ოქტომბერს! Start in Georgia – ღონისძიება ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებულთათვის

ის, რაც ერთ ოჯახად გვაქცევს! – Under Armour-ის ვიდეორგოლი