in

ფრანგი ხელოვანი მიტოვებულ შენობებს შემოქმედებისთვის იყენებს

მათში მნახველი პოულობს როგორც არსებობის ტრაგიკულ, ისე კომიკურ ასპექტებს

ფრანგი ხელოვანი ტიერი მანდონი საკუთარ შემოქმედებას ვიდეოს, ფოტოგრაფიის, სპექტაკლისა და ინსტალაციების მეშვეობით გამოხატავს. მის ძირითად თემას ყოველდღიური ცხოვრების პოეტური ხასიათის უტრირება წარმოადგენს, რომელშიც მნახველი პოულობს როგორც არსებობის ტრაგიკულ, ისე კომიკურ ასპექტებს.

ნამუშევარში “Inside-Outside” ხელოვანი ჩამონგრეულ კედელზე შერჩენილ საწოლზეა მოთავსებული და წიგნს კითხულობს. სხვა ნაწარმოებში “Tableau Vivant” ასევე ჩამონგრეულ კედელზე არსებულ მაგიდასთანაა მოთავსებული და წითელი ღვინის თანხლებით კითხულობს წიგნს. მულტიდისციპლინარული არტისტი ყოველთვის მისი სარკასტული ნამუშევრების თანამონაწილეა, სადაც მარტოხელა ყოველდღიურ საქმიანობას ეწევა.

“პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს ინსტალაცია-პერფორმანსები მხატვრული წარმოდგენის ცენტრში იმყოფება. როგორც ბევრ ჩემს ვიდეოში, პერსონაჟი, პიროვნების ერთგვარი არქეტიპი, ყოველდღიურ ცხოვრების ჩვეულ სიტუაციაშია მოთავსებული. ამ ჩვეულებრივი სცენის შეუთავსებელ დროსა და სივრცეში გადატანა კი აბსურდულ პაროდიად იქცევა. პერსონაჟი მის ადამიანურ მდგომარეობას, არსებობის ტრაგიკომედიულ ასპექტს, შეზღუდვებსა და შემოქმედებით ძალას უპირისპირდება” – განმარტავს ტიერი.

როგორ გვესმის პროდუქტიულობა ჰიბრიდულ ეპოქაში?

პსჟ-ის ახალი სპონსორი კრიპტოვალუტის პლატფორმა იქნება