in

„ფრანგულმა სახლმა”, Evido-ს დახმარებით, თითო მესიჯის ღირებულება 50%–ით შეამცირა

„ფრანგულმა სახლმა” თითო შეტყობინების ღირებულება (CPA) Meta-ს სარეკლამო პლატფორმებზე 50%-ით შეამცირა Evido-ს “Audience Presets” ფუნქციონალით. სტატიაში ამ ამბის შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვებით.

კლიენტი

„ფრანგული სახლი” საყოფაცხოვრებო ნივთების ონლაინმაღაზიაა, რომელიც პროდუქციას ყიდის ინსტაგრამისა და ფეისბუკის შეტყობინებებით. მათი ძირითადი მიზანი იყო თითო მესიჯის ღირებულების (CPA) შემცირება.

გამოწვევები

იმისთვის, რომ CPA შემცირებულიყო, „ფრანგულ სახლს” ტაქტიკური დაგეგმარების ცვლილება სჭირდებოდა. 2023 წლის ოქტომბერში კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო Meta-ს ავტორიზებულ გაყიდვების პარტნიორთან –– Evido.

გადაწყვეტები

„ფრანგულმა სახლმა” გამოიყენა Evido–ს აუდიტორიების შაბლონების (Audience Presets) ფუნქციონალი, რომლის დახმარებითაც სწორად განსაზღვრეს სამიზნე აუდიტორიები და შედეგად, შეამცირეს 1 მესიჯის ფასი.

იმპლემენტაცია

„ფრანგულმა სახლმა” გამოიყენა Evido-ს პლატფორმის უნიკალური ფუნქციონალი, სახელწოდებით Audience Presets. ეს იმას ნიშნავს, რომ ირჩევ კონკრეტულ ინდუსტრიას და პლატფორმა თავად გთავაზობს შესაბამისს აუდიტორიას. ამ შემთხვევაში, კომპანიამ აირჩია Home and Repair და აუდიტორიაც დაგენერირდა.

 

ამის შემდეგ მათ მიეცათ რეკომენდაცია სხვადასხვა ინტერესიდან გამომდინარე რამდენიმე განსხვავებული აუდიტორიის განთავსებაზე. ყოველდღიური ბიუჯეტი განისაზღვრა $100-დან $150-მდე. აუდიტორიების ტესტირების შედეგად, კომპანიამ მიიღო 50%–ით ნაკლები CPA.

შედეგები

როგორც უკვე ვახსენეთ, თითო მესიჯის ღირებულება 50%–ით შემცირდა  –– ადრე 3–4$ ჯდებოდა, ახლა კი 1–2$. რეკლამები გაეშვა Engagement–ზე, ფოტოალბომებისა და ვიდეოკონტენტის მიმართულებით.

Evido–სთან კოლაბორაციამ შეცვალა ჩვენი სარეკლამო ტაქტიკები, შეამცირა ხარჯები და გაგვიყვანა სწორ სამიზნე აუდიტორიაზე“, – ზურა ერთგულაშვილი, „ფრანგული სახლის” წარმომადგენელი.

გაიგე მეტი Evido-ს პლატფორმაზე, ეწვიე ვებსაიტს ან დაუკავშირდი მეილზე: [email protected]. შეგიძლია, დაეკონტაქტო სოციალურ ქსელებშიც: Facebook, LinkedIn, Instagram

[R]

„ხუთშაბათის შეხვედრები“: როგორ გავყიდოთ მეტი? — თუთიკო მუჯირი

სმარტფონი, როგორც ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი — Apple-ის ვიდეორგოლები