in

შემოსავლების ზრდის მოტივით ფრანგული საფეხბურთო კლუბები სეზონში ტურის ერთ საშინაო შეხვედრას ჩინეთში გამართავენ

Sporti
Sporti

LFP ანუ ფრანგული პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ლიგა 1-ის კლუბებმა სეზონში ერთი კალენდარული საშინაო მატჩი სხვა კონტინენტზე, კერძოდ კი აზიაში და ჩინეთში გამართონ. 20 მატჩი ნომინალური მასპინძილის სტატუსით და ნეიტრალურ სტადიონზე. პროექტის საპოლოტე ვერსიის მიხედვით მსგავსი პრეცენდენტი შეიძლება ამ სეზონშივე დაფიქსირდეს, საუბარია მონაკოსა და ლიონის დაპირისპირებაზე, ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ფრანგული საფეხბურთო ჯახი შეიძლება წელს ჩინეთში ვიხილოთ.

გულშემატკივრების უმრავლესობას ეს ინიციატივა არ მოსწონს და ფეხბურთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან, თავის მხრივ პროფესიული ლიგა და კლუბები, რომლებიც ინიციატივას იზიარებენ, ამ ნაბიჯს გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან კოვიდ მდგომარეობის შემდეგ, რომელიც საკმაოდ რთული და მძიმე იყო ფინანსურად, გუნდებს ახალი სისხლის გადასხმა და მეტი ინვესტიციები სჭირდებათ.

ლიგის წარმომადგენლების განცხადებით ახალ ბაზარზე პოზიციონირება და ინტეგრაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგალითისთვის რომ შევადაროთ ინგლისის პრემიერლიგის სატელევიზიო უფლებების ღირებულება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ესპანური ლა ლიგის 730 მილიონს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ფრანგული ლიგისთვის 130 მილიონამდეა, ჩემპიონატში მესის გადასვლის შემდეგ კი ღირებულება სავარაუდოდ 200 მილიონამდე აიწევს. ჩინური ბაზარი კი საკმაოდ მიმზიდველია, როგორც მერჩენდაიზის, ასევე სატელევიზიო უფლებების კუთხით.

საპილოტე მატჩის პოტენციური მონაწილეები ერთმანეთს ოფიციალურ ვახშამზე უკვე შეხვდნენ, ლიგის მესვეურები, ლიონისა და მონაკოს პრეზიდენტები იდეას იწონებენ, იზიარებენ და მის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებენ.

პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ფიფას და უეფას თანხმობის გარეშე პროცესი ვერ დასრულდება, მაგალითისთვის იგივე ინიციატივა წლების წინ ესპანურ ლა ლიგასაც ქონდა, თუმცა მაშინ ორივე მცდელობდა წარუმატებელი გამოდგა.

“კერხერმა” დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე აღნიშნა

აჭარაბეთზე გათამაშება დაიწყო!