2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადების კონკურსში, გია ბოხუას სტუდიის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა!
![](https://img.marketer.ge/2018/02/Screen-Shot-2018-02-19-at-9.46.27-PM.png)
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესარჩევი ბაზრის კვლევის ფარგლებში, კომისიამ განიხილა 7 აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (AIWA), Art-transfer, გია ბოხუას სტუდია, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია (AIRL), DESIGNBUREAU, პროპაგანდა, Wforte.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადების კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა დაფუძნებოდა საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციასა და სლოგანს – Georgia Made by Characters -ანბანით მოთხრობილი საქართველო.