in

ფრანკფურტის ყდები

33 ასონიშნით მოთხრობილი საქართველო – ეს წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაა…
5 დღე, 72 ქართველი ავტორი, უცხო ენაზე ნათარგმნი 600 წიგნი, 350-ზე მეტი ღონისძიება, 11 გამოფენა, 14 სპექტაკლი, 20 ქართული ფილმი და 180 კვ.მ.-ზე გაშლილი საქართველოს ეროვნული სტენდი. წელს, საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველო იყო, რომელმაც აკა მორჩილაძის თქმით: „ფეხაკრეფით შემობიჯება არ იცის, არამედ ერთბაშად შემოვარდნა“.
ერთ-ერთი გერმანელი გამომცემლის, იოახიმ უნზელდის თქმით, „ეს იყო საუკეთესო საპატიო სტუმარი ქვეყანა წიგნის ბაზრობების ისტორიაში“. როგორ შეძლო ეს საქართველომ? – იქნებ, იმით, რაზეც იგივე აკა მორჩილაძე, თავის სიტყვაში საუბრობდა – საქართველო არის: „ხმამაღალი, მხიარული, ძველი, ახალი, რაღაცნაირად, ზრდილობიანი, რაღაცნაირად დამღლელი, საუკუნოვანი წესრიგით გამყარებული, რიგის დაუცველად უწესრიგო, მოუზომავი და დეტალური“. 

საგამომცემლო პროგრამა მოიცავდა სამ ეროვნულ სტენდსა და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ბევრი დაიწერა, დღეს შეგახსენებთ ქართველი ავტორების იმ წიგნებს, რომელთაც გერმანული „ვოგის“ აზრით, ყველაზე ლამაზი დიზაინი ჰქონდა. ესენია – დავით გაბუნიას „დაშლა“, არჩილ ქიქოძის „საქართველო ევროპის აივანზე, ქართველი ქალი მწერლების გერმანულენოვანი ანთოლოგია „მწარე კანფეტები“, „ვეფხისტყაოსნის” პროზაული ვერსია.

BOG
BOG

ზაალ ანდრონიკაშვილი, პუბლიცისტი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი სოციალურ ქსელში წერდა: „ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ბევრს ეგონა, რომ ჩვენი თანამედროვე ლიტერატურა გამოსაჩენი არაა. დღეს დავინახეთ, რომ სწორედ თანამედროვე ლიტერატურა იმსახურებს განსაკუთრებულ ინტერესს. წიგნის მაღაზიის გამყიდველებმა, რომლებიც პავილიონის წინ ქართულ წიგნებს ყიდდნენ, მითხრეს, რომ ჯერ არასოდეს გაუყიდიათ საპატიო სტუმარი ქვეყნის ამდენი წიგნი. დიდი მადლობა ეკუთვნით ქართველ და გერმანელ გამომცემლებს, განსაკუთრებული მადლობა პატარა გერმანულ გამომცემლობებს, რომლებმაც გარისკეს და მათთვის სრულიად უცხო და უცნობი წიგნები თარგმნეს და დიდი მონდომებით გაუზიარეს გერმანელ მკითხველს“.

ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონია ფრანკფურტის მერიის ისტორიული შენობის დარბაზში Kaisersaal, ანუ „იმპერატორების დარბაზში“, 12 ოქტომბერს გაიმართა. ფრანკფურტის ბაზრობისათვის, წიგნის გერმანულ თარგმანთან ერთად, ყდის დიზაინიც შეიცვალა. აქ წარმოგიდგენთ, რამდენიმე წიგნის გარეკანის ქართულ და გერმანულ ვერსიებს:

საუკეთესო მოთხრობების კრებული – ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“);საუკეთესო პოეტური კრებული – ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“);საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ” („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);„დიოგენე“ საუკეთესო ქართული თარგმანი – დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი-ll“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“)ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა კულტურის სფეროში, სადაც ავტორები და გამომცემლები მათ მიერ გამოცემულ წიგნებს წარადგენენ, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ყიდიან და ყიდულობენ თარგმნისა და გამოცემის უფლებას. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უცხო კულტურის გაცნობისა და მასთან დაახლოებისთვის საუკეთესო ადგილია.   

ვაზის დარგვა სახლიდან გაუსვლელად, ანუ სტარტაპი MyWay.wine

„Fear Group“-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს