16
Jun
2017

ფრჩხილის ლაქი, რომელიც ავტომობილზე ნაკაწრებს ფარავს – Renault-ის სასარგებლო პროდუქტი

16 Jun 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ავტომობილებით გადატვირთული ქუჩები, დღესდღეობით, ყველა დიდი ქალაქის აქტუალური პრობლემაა. ასეთ ვითარებაში, გადაადგილება ხშირად გარკვეულ საფრთხეებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ყველაზე მარტივი შემთხვევა, თუმცა, არანაკლებ უსიამოვნო, ავტომობილის მსუბუქი დაზიანებაა, მაგალითად, გაკაწვრა. ერთი შეხედვით, პატარა უმნიშვნელო ნაკაწრი ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც თვალშისაცემია. სწორედ ამიტომ, Renault-ს მომხმარებლისთვის ძალიან სასარგებლო, თანაც მოდური სიახლე აქვს. ფრჩხილის ლაქი, რომელიც ავტომობილზე ნაკაწრებს ფარავს, მთავარია ფერი შეარჩიოთ სწორად. მართალია, ცოტა უცნაურია, როგორ შეიძლება ფრჩხილზეც და მეტალზეც ერთი ლაქის წასმა, თუმცა კომპანია გვარწმუნებს, რომ ახალი პროდუქტი სრულებით უვნებელია და არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა ფრჩხილი დააზიანოს.

 

განხილვა