in

უფასო ავტომომსახურება „ოტო მოტორსისგან“

VIP CLUB-ის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, დაზოგონ  წელიწადში 5000 ლარამდე ან მეტი თანხა

„ოტო მოტორს ჰოლდინგი“, ავტომომსახურების სფეროში, წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე ცდილობს, საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს ავტომფლობელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისია მთელს მსოფლიოში, კომპანიაში ყოველთვის ცდილობენ, მომხმარებლებზე მორგებული ტარიფებისა და პროდუქტების შექმნას.

რა სერვისებს გთავაზობთ კომპანია

კომპანია „ოტო მოტორს ჰოლდინგი“ არის მულტიპროფილური ავტოსერვისი, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ტიპის ავტომომსახურება, დაწყებული სავალი და სამღებრო–სათუნუქე სერვისებიდან, დამთავრებული დიზელის ძრავიანი ავტომობილების სერვისებით. კომპანია მეოთხე წელია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ათასობით ავტომობილი ჰყავს ქარხნული წესით აღდგენილი.

რას მოიაზრებს უფასო ავტომომსახურება

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც სრულიად უპრეცედენტოა თავისი არსით, რადგან მსგავსი მასშტაბის  ფასდაკლება ქართულ ბიზნესში არც თუ ისე ხშირია. პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ და ულიმიტოდ მიიღონ ავტომომსახურების სერვისები, 1 წლის განმავლობაში. ამისათვის კი მხოლოდ წევრობის 100 ლარის გადახდაა საჭირო.

უფასო სერვისებთან ერთად, მომხმარებლები სარგებლობენ სხვა ბენეფიტებითაც, რომლებსაც მათ კომპანია სთავაზობს. მაგალითად: 10%-იანი ფასდაკლება ყველა ავტონაწილზე, 15%-იანი ფასდაკლება საატვომობილო ზეთებზე და სხვა.

VIP CLUB-ის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, დაზოგონ  წელიწადში 5000 ლარამდე ან მეტი თანხა.

როგორ უნდა გაწევრიანდეთ VIP CLUB-ში

კლუბის წევრობისთვის მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. უბრალოდ ეწვიეთ ბმულს, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიაქტიუროთ VIP CLUB-ის წევრობა.

რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენამდე

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კლუბის წევრების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული და ყოველი წუთი გადამწყვეტია.

აღნიშნული აქცია გრძელდება 2 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის დირექტორის პოზიციას ტოვებს

ჩიკაგოში ვაქცინაციის განრიგის დასაგეგმად აპლიკაციას იყენებენ