in

ქართული პროდუქცია, ჩინეთში, საგამოფენო სივრცეებითა და სხვა სერვისებით უფასოდ ისარგებლებს

საქართველოს, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი, სამი წლის განმავლობაში, უფასოდ დაეთმობა. ამ თემაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი,  Anhui ANZ Food Limited-სა და „საქართველოს საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმდა. დოკუმენტი ინდუსტრიული პარკის პროექტში თანამშრომლობას მოიცავს.

BOG
BOG
ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ინდუსტრიული პარკი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც, პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და მარკეტინგის მიმართულებით, 2019 წლიდან იმუშავებს.

„ ხელშეკრულების თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ საშუალებით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, სამი წლის განმავლობაში, უფასოდ ისარგებლონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით. თავისუფალი ეკონომიკური ზონა მთავრობასთან თანამშრომლობით ექსპორტიორებს 6 პლატფორმას სთავაზობს: პროდუქციის მიღება, შეფუთვა დასაწყობება, გაყიდვების პოპულარიზაცია, მარკეტინგი, ბაზარზე დამკვიდრება, იურიდიული, თარჯიმანთა მომსახურება და რეალიზაცია. თავისუფალი ეკონომიკური ზონა გულისხმობს სპეციალურ ტარიფებს და ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმებს. საშეღავათო ფასებს საბაჟოზე, როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, რაც პროდუქტს გააიაფებს და კონკურენტუნარიანს გახდის. ჩინეთ-საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ქართველი ექსპორტიორებისთვის ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის კარი საშეღავათო პირობებით იხსნება. ჩინური მხარე ქართველი მეწარმეებისთვის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ხსნის, რომელიც ქართული პროდუქციის მილიარდნახევრიან ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა დოკუმენტს ხელი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) ფარგლებში მოაწერეს. ღონისძიებაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობს და ადგილზე 50-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

Galaxy A7 – Samsung-ის ახალი მოდელი საშუალო კლასის სმარტფონებში 

„Allproperty მაკლერებს ჩაანაცვლებს“