რამდენად სწრაფად შეგიძლიათ შეიძინოთ რაღაც ინტერნეტით? ბრაზილიური საკრედიტო ბარათის Elo გადახდის ოპერატიულობა ექსტრემალურ სიტუაციაში შეამოწმეს. რეკლამის მთავარი გმირი პარაშუტისტია, რომელიც აეროპლანიდან გადახტომის შემდეგ, მიწაზე დაშვებამდე ახერხებს შოპინგს. კამპანიაზე სააგენტომ Wieden+Kennedy, Brazil იმუშავა.