in

ეს ომია! Fortnite-ის კამპანია Apple-ის წინააღმდეგ

ვიდეორგოლი, სახელწოდებით Nineteen Eighty-Fortnite წარმოადგენს Apple-ის რეკლამის “1984” პაროდიას. ვიდეორგოლი Apple-ის გადაწყვეტილებას მოჰყვა. The Verge-ის ცნობით, ბრენდმა თამაში App Store-დან მას შემდეგ წაშალა, რაც Fortnite-მა თამაშში პირდაპირი გადახდის ფუნქცია ჩააშენა და ამით “App Store-ის მონოპოლიას გამოუცხადა ომი” და ბრძოლა, ციფრული არხების გარდა, სასამართლოშიც განაგრძო. რეკლამა, სახელწოდებით “1984” Apple-მა “მაკინტოშის” კომპიუტერის გამოშვებას მიუძღვნა. Fortnite-ის ვიდეორგოლი კი, “1984”-ის ტექსტსაც იმეორებს და სიუჟეტსაც. Apple-ისგან განსხვავებით, აქ მონაწილეობას Fortnite-ის პერსონაჟები იღებენ და ვიდეორგოლის ბოლოს, იმ ეკრანსაც ამსხვრევენ, რომლიდანაც ვაშლისთავიანი პერსონაჟი საუბრობდა. თუმცა, Apple დანებებას არ აპირებს. საპასუხოდ, კომპანიამ ვრცელი დოკუმენტაცია გაამზადა, Epic-ის წინააღმდეგ.

ეს კი იმ შემთხვევისთვის, თუკი “1984”-ის კიდევ ერთხელ ნახვა გაინტერესებთ.

როგორ შეინარჩუნოთ კრეატიულობა, როცა გუნდი დისტანციურად მუშაობს?

თანამშრომლობა ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს შორის წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის