in

Google Photos ულიმიტოდ უფასო აღარ იქნება

Google Potos, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების მიმართულებით, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იყო – მრავალფუნქციური, ყველგან ხელმისაწვდომი, „სმარტი“, მარტივად გამოსაყენებელი და რაც მთავარია, საშუალებას გვაძლევდა, ულიმიტო მოცულობის ფოტოები, მაღალი ხარისხით, ყოველგვარი „დაზიპვის“ გარეშე შეგვენახა. ეს ყველაფერი დასრულდა. 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, ქლაუდზე განთავსებული უფასო ფაილების მოცულობა შეზღუდული იქნება – როგორც კი 15 GB-ს გადავაჭარბებთ, სერვისში თანხის გადახდა მოგიწევთ.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ უფასო 15 GB-ში მოიაზრება Gmail-ის თანდართული, Google Drive-ის ფაილები და Google Photos-თი, ქლაუდზე ატვირთული ფოტოები. არის კიდევ ერთი სიახლე – 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, ნებისმიერი ზომის ფაილის ატვირთვას შევძლებთ, ანუ ფოტოების და ვიდეოების ზომაში დაპატარავება აღარ დაგვჭირდება. ბუნებრივია, 15 GB-ის შემდეგ, ეს სერვისი ფასიანი იქნება.

ახლა, ამ ამბის დადებითი მხარეც – უკვე შენახული „მაღალხარისხიანი“ ფოტოები და ვიდეოები 15-GB-იან ლიმიტში არ შედის. ასევე ულიმიტოდ ავტვირთავთ უფასო ფაილებს 2021 წლის მაისამდე.

NASA-მ SpaceX-ს კოსმოსში ასტრონავტების Crew Dragon ხომალდით გამგზავრების დასტური მისცა

ბიზნესის წარმატების ფორმულა: სასაქონლო ნიშანი და მისი დაცვა