in

მარკეტინგის უფასო ონლაინ კურსები, 2023 წლისთვის

ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება. მიუხედავად იმისა, გამოცდილი მარკეტინგის პროფესიონალი ხართ თუ დამწყები, მარკეტინგის ეს კურსები დაგეხმარებათ ფეხი აუწყოთ ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებს.

რაში გჭირდებათ მარკეტინგის კურსი? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ისინი, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია, უფრო ადვილად იპოვიან სამსახურს და გავლენ უფრო მაღალ შემოსავალზე, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს. ანალოგიურად, გამოგადგებათ სასერტიფიკაციო კურსის გავლა. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ონლაინ მარკეტინგის კურსებს, სასდაც ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება შეგიძლიათ.

კონტენტ მარკეტინგის შესწავლა ამ პლატფორმებზე შეგიძლიათ

Copyblogger – ინტერნეტ მარკეტინგი ჭკვიანი ადამიანებისთვის. პლატფორმა საშუალებას მოგცემთ მთლიანობაში გაერკვიოთ კონტენტ მარკეტინგში, რაც ონლაინ მარკეტინგს ეხება. შეგიძლიათ ამობეჭდოთ შესაბამისი მასალები ან გამოიწეროთ ელ.ფოსტით.

Coursera – კონტენტ მარკეტინგის უამრავ კურსს გთავაზობთ. შემოთავაზება მრავალნაირია. შეგიძლიათ აირჩიოთ ვირუსული მარკეტინგი და გავრცელებადი კონტენტის შექმნა ისწავლოთ, რომელსაც Wharton-ში გადიან სტუდენტები. ან კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია აითვისოთ, რომელიც UC Davis-ისა და Copyblogger-ის მიერაა შექმნილი.

Udemy კონტენტ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებას გთავაზობთ. კონტენტ მარკეტინგი B2B კომპანიებისთვის. კურსის ფარგლებში ისწავლით, როგორ დაწეროთ მაღალი კონვერსიის კონტენტი და შეთავაზებები, რომლებიც ჩართულობას გაზრდის. ამას გარდა, გაივლით ქოფირაითინგის სწრაფ კურსს და შეძლებთ დაწეროთ სტატიები, პოსტები, რომლითაც მომხმარებელს დააინტერესებთ.

სოციალური მედიის კურსები

Quintly-ზე სოციალური მედიის ანალიტიკა შეგიძლიათ აითვისოთ. პოსტები, რომლებსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე დებთ, საქმის მხოლოდ ნაწილია. როგორ გავერკვიოთ, მიღებული მოწონებების, გაზიარებებისა და კომენტარების მნიშვნელობაში? როგორ შეგიძლიათ შეაგროვოთ შთაბეჭდილებები, რითაც სტრატეგიას გააუმჯობესებთ? Quintly-ის სოციალური მედიის ანალიტიკის კურსი გამოგადგებათ ანალიტიკაში, მიზნების დასახვასა და რეპორტინგში.

Alison-ს აქვს სოციალური მედიის სტრატეგიისთვის განკუთვნილი სადიპლომო კურსი მათთვის, ვისაც სოციალური მედიის კარგად დაუფლება სურს. ეს კურსი არამხოლოდ სოციალური მედია სტრატეგის უნარებს ჩამოგიყალიბებთ, არამედ მომიჯნავე სფეროებშიც გაგარკვევთ, როგორებიცაა კომუნის მენეჯმენტი და მომხმარებელთა სერვისი.

Udemy-ზე შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ტიკტოკი ბიზნესისთვის. თუკი ტიკტოკი ადრე მზარდი პლატფორმა იყო, ახლა ის გამორჩეული სოციალური მედიაა, რომელიც Meta-ს მთავარი კონკურენტია. კურსზე შეიტყობთ ყველაფერს, რაც ბიზნესის სოციალურ პლატფორმაზე წარმოსაჩენად გჭირდებათ.

SEO-ს შესასწავლად, ამ კურსებს გადახედეთ

Semrush-ზე SEO ინსტრუმენტებს აითვისებთ, შეისწავლით, როგორ გამოიყენოთ რეპორტები და ტაბები, როგორებიცაა Keyword Analytics და Organic Traffic Insights. ეს ხელსაწყოები SEO სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

Yoast – ონლაინ რეჟიმში SEO-ს შესასწავლად, შესანიშნავი არჩევანია WordPress-ის ამჟამინდელი დეველოპერებისთვის, SEO უნარების ჩამოყალიბებისთვის. კურსი, დამწყები SEO სპეციალისტებსაც გამოადგებათ, რომლებიც WordPress-თან აპირებენ მუშაობას. ამ კურსზე არა მხოლოდ SEO-ს საფუძვლებს შეისწავლით, მათ გამოყენებას WordPress-სა და Yoast SEO მოდულში.

იმეილ მარკეტინგის კურსები

Google Digital Garage-ში იმეილ მარკეტინგის საფუძვლებს აითვისებთ. ეს მოკლე კურსი შესანიშნავი გზაა ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის მიმართულებით, ფუნდამენტური ცოდნის შესაძენად. თქვენ არა მხოლოდ ისწავლით, როგორ შექმნათ კონტაქტების სია, არამედ, როგორ აირჩიოთ ინსტრუმენტი კონტენტის პერსონალიზებისთვის და თქვენი კამპანიების შედეგების მონიტორინგისთვის.

Neil Patel-ის კურსი იდეალურია როგორც დამწყები იმეილ მარკეტერებისთვის, ისე გამოცდილებისთვის, რომლებიც უკეთესი გამოცდილებისა და შედეგების მიღებას ცდილობენ. აქ შეისწავლით, როგორ გამოთვალოთ თქვენი ელ.ფოსტის სასიცოცხლო ღირებულება, შეამოწმოთ და შეცვალოთ ისინი და გაერკვიოთ, რა მუშაობს თქვენს სტრატეგიაში.

ვებდიზაინი და ვებდეველოპმენტი

CodeAcademy – ვებდეველოპმენტის გარშემო აერთიანებს პროფესიონალურ მარკეტინგულ კურსებს. თუკი ვებდეველოპმენტის კუთხით ცდილობთ განვითარებას, ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ შეისწავლოთ: Learn HTML & CSS, ვებგვერდის შექმნა, Ruby, Python 3… თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, მარკეტინგისა და კონტენტის მართვისთვის HTML და CSS გამოგადგებათ. მონაცემთა ანალიზისთვის Python შესანიშნავი არჩევანია.

General Assembly-ზე Dash HTML-ის, CSS-ისა და Javascript კურსებს გაივლით. ეს პლატფორმა კოდინგის ბუთქემფადაა ცნობილი, თუმცა ვებდეველოპმენტის უფასო კურსებსაც გთავაზობთ, სადაც პრაქტიკაში შეისწავლით სასურველ მიმართულებას.

ედვერთაიზინგი და PPC

WordStream-ის PPC-ის კურსი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი სწავლება, რომელიც შეიცავს ორმოცდაათზე მეტ გაკვეთილს, ონლაინ რეკლამის შესახებ – კონკრეტულად, სოციალური და დაკლიკვით გადახდის მიმართულება.

Skillshare-ზე Copywriting 101-ის კურსზე პირველი სარეკლამო კამპანიის შექმნას შეძლებთ. ქოფის წერა კონტენტ მარკეტინგისთვისაც მნიშვნელოვანია და რეკლამისთვისაც, სადაც ორი სტრიქონით უნდა შეძლოთ მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა. დაეუფლეთ, როგორ შექმნათ გაყიდვადი სარეკლამო ტექსტი, სხვადასხვა მედიუმისთვის.

ციფრული მარკეტინგის სხვა უფასო კურსები დაგეხმარებათ შექმნათ მიმზიდველი დიზაინი, ვიდეო კონტენტი ან გახდეთ ფოტორედაქტირების პროფესიონალი:

Canva – შესავალი გრაფიკულ დიზაინში.

Coursera – სპეციალიზაცია გრაფიკულ დიზაინში.

LinkedIn Learning – Photoshop 2021 საფუძვლები

LinkedIn Learning – InDesign-ის საფუძვლები

ვიდეო და YouTube

ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მარკეტინგული საშუალებაა. დახვეწეთ თქვენი უნარები ვიდეო მარკეტინგის როლისთვის:

HubSpot Academy – ვიდეო მარკეტინგის კურსი

YouTube – YouTube-ის რეკლამა

ექსპერიმენტული მარკეტინგი

ექსპერიმენტული მარკეტინგი არის პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად და პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ეფექტური და პერსონალური გზა.

Meeting Professionals International – ივენთ მარკეტინგის სტრატეგის სერთიფიკატი

Udemy – წარმატებული ივენთები: ღონისძიების დაგეგმვა, მარკეტინგი და მენეჯმენტი

 

წყარო: hubspot

როგორ არ უნდა ჩაგვეძინოს ფილმის ყურებისას?

Klean Kanteen – ბრენდი, რომელმაც პლასტმასას ბოთლები დაგვავიწყა