McDonald’s-მა საკუთარ მომხმარებელს წარმოუდგენელი შესაძლებლობა შესთავაზა. McGold Card-ი ბრენდის ახალი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც, ერთ იღბლიან მომხმარებელს საჩუქრად 50 წლიანი ვაუჩერი გადაეცემა. 10-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებელი, რომელიც კომპანიის 35,000 რესტორნიდან ნებისმიერში შეკვეთას და გადახდას მობილური აპლიკაციით განახორციელებს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში. საბოლოოდ, იღბლიან მომხმარებელს კომპანია ოქროს ბარათს გადასცემს, რაც კვირაში 2 დღის განმავლობაში უფასო მენიუს გულისხმობს, თანაც მთელი 50 წლის განმავლობაში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=Iv0vPxuE6SM