in

უფასო პიცა რიგში მდგომი ამომრჩევლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ Pizza to the Polls, საარჩევნო უბნებთან, რიგში მდგომი ამერიკელებისთვის ორიგინალური აქცია მოაწყო. შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, ამერიკაში შუალედური არჩევნები ჩატარდა. აქციის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიეყვანათ ხმის მისაცემად. აქტივობის ფარგლებში, მშიერ ამომრჩეველს შეეძლო შესულიყო ორგანიზაციის საიტზე და მოენიშნა ნებისმიერი უბანი, სადაც გრძელი რიგი იდგა. ვებგვერდზე სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, ამერიკელები უთითებდნენ მისამართსა, ფოტოსა და საკონტაქტო ნომერს. მას შემდეგ, რაც Pizza to the Polls დაადასტურებდა, რომ უბანთან მართლაც ბევრი ხალხი იყო, აგზავნიდნენ უფასო პიცას ყველასთვის, ვინც რიგში იდგა.

BOG
BOG

ორგანიზაციის ცნობით, 6 ნოემბერს, 43 შტატის 576 უბანზე, საერთო ჯამში, 10.005 პიცა დარიგდა.

“ამერიკელებს შიათ დემოკრატია. მათი რაოდენობა, საარჩევნო უბნებთან, სულ უფრო იმატებს” – აცხადებდა Pizza to the Polls, – “მაგრამ ეს ნიშნავს გრძელ რიგებსა და ცარიელ კუჭებს, რამაც შეიძლება ამ მამაც პატრიოტებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაც კი გადააფიქრებინოს”.

ორგანიზაცია Pizza to the Polls ვებდეველოპერებმა სკოტ დუნკომბემ და ნოა მანგერმა შექმნეა 2016 წელს. როგორც ჩანს, პროექტმა გაამართლა და წელსაც გაუხალისა დღე ამომრჩევლებს. აღსანიშნავია, რომ თანხა, რომლითაც პიცას გზავნიდნენ, მთელი ქვეყნიდან შემოსული შემოწირულობებით იყო შეგროვებული.

 

 

 

18 ნოემბერს დაგეგმილი სფოთლაითის პროგრამა ცნობილია!

იური სემენიხინი: „მიმიშვეს, გავაკეთე. ამუშავდა ყველაფერი…“