in

პირველი სფეროსებრი სასტუმრო

ვანკუვერის ტროპიკულ ტყეში საინტერესო სასტუმრო “Free Spirit Spheres” გააკეთეს.

BOG

სასტუმროს სფეროს ფორმა აქვს, მთლიანად ხისგან არის დამზადებული და ის მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. სფერო ტროპიკულ ტყეში, ხეებზეა ჩამოკიდული და მისი ფანჯებიდან მოგზაურისთვის საუკეთესო ხედი იშლება. ფასიც ხედთან და ორიგინალურ იდეასთან შესაბამისია, სასტუმროში ერთი დღე 145 დოლარი ღირს.

იდეა კანადელ Tom Chudleigh-ს  ეკუთვნის. სასტუმროს შესახებ ჟურნალები National Geographic Traveler, Harrowsmith და Jumeirah დაინტერესდნენ, ჯამში 200 სტატიაზე მეტი გამოქვეყნდა. იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,  წელიწადში მთელი 12 თვე დაკავებულები არიან.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ცოტა უცნაურად გამოიყურება მათი საიტი www.freespiritspheres.com . იქიდან გამომდინარე, რომ ვანკუვერის ტროპიკულ ტყეში მდებარე სასტუმროზე ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა მათი საიტის მეშვეობით შეიძლება მიიღო, ეს არ არის ნამდვილად საიტის საუკეთესო ვერსია, რომელიც ასეთ პოპულარულ წამოწყებას უნდა ჰქონდეს.

 


 

სპორტით შექმნილი მელოდია Gillette-ის ექსპერიმენტი

ვისოლის –”ზუსტი კამპანია”