21
Oct
2019

მოცარტს არანაკლებ ნიჭიერი და ჰყავდა, თუმცა ვინმე იცნობდა?

21 Oct 2019

Elit Electronics
Elit Electronics


მოცარტს და ჰყავდა, მასსავით ნიჭიერი, თუმცა, მაგრამ ძმასავით კაშკაშის საშუალება არასდროს ჰქონია.

რეჟისორმა ალმა ჰარელმა Free the Bid-ის დამფუძნებელმა, კამპანია „გაათავისუფლე ნამუშევარი“ წამოიწყო, რომლის ფარგლებში პლატფორმაც ჩაუშვა და ამით, ბრენდი ახალი ტალანტების აღმოჩენას ცდილობს, ოღონდაც, დისკრიმინაციის გარეშე.

მთავარი კითხვა, რაც ვიდეოს ყურების პროცესში გვებადება, არის: „200 წლის შემდეგაც, რატომ ვაიგნორებთ ნიჭს?“ – „დროა, თვალები გავახილოთ“.

ვიდეონამუშევარი სააგენტო Wieden+Kennedy-ს ეკუთვნის, ხოლო ბრენდის იდენტობა და პლატფორმა ციფრულ სააგენტო Heat Waves-თან თანამშრომლობითაა შექმნილი – ქალი პროგრამისტების, გრაფიკული დიზაინერებისა და მარკეტერების გუნდი რომ უძღვება.

პლატფორმის მონაცემთა ბაზაზე წვდომა უფასოა, მაგრამ დამატებითი ფუნქციები, როგორებიცაა: პირადი ანგარიშები, გაზიარებადი ფლეილისტები – ფასიანი წევრობის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

განხილვა