in

თავისუფალი უნივერსიტეტი მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში მოხვდა

მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში – The Changing Nature of Work უნივერსიტეტების წარმატების მიმოხილვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტით იწყება. თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ანგარიშში მოხვდა და მოხსენიებულია, როგორც გლობალურად წარმატებული ორგანიზაცია.

BOG
BOG

 

ციტატა მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან:
„თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2007 წელს დაფუძნდა არამომგებიანი ორგანიზაციის მიერ და გახდა ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოში. […] ეს წარმატება მიღწეულ იქნა უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, სტუდენტებზე მორგებული სასწავლო პროგრამებითა და დისკუსიებზე დაფუძნებული პედაგოგიკით. ყოველწლიურად, უნივერსიტეტი ასობით ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს იზიდავს, ხოლო კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი დასაქმებულია ან აგრძელებს განათლების მიღებას შემდგომ სასწავლო საფეხურებზე.” 

მსოფლიო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის შექმნის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს განვითარების ანგარიშს. საქართველო მისი მსოფლიო 1992 წლიდანაა.

მოწყობილობა, რომელიც ოკეანეს პლასტმასისგან წმენდს

“თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ ბრენდინგი