2018 წლის ბოლოდან “MAN“-ის მარკის ახალი ავტობუსები უფასო, უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, “MAN“-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრანსპორტში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ” – ამბობს კახა კალაძე.










