in

დალაგება გეზარებათ? — აი, 3 უფასო ვებგვერდი Zoom-ის ვირტუალური ფონისთვის

Zoom-ში ვიდეოზარი თუ თქვენთვისაც იმას ნიშნავს, რომ უკან არსებული სივრცე უნდა მიალაგოთ, თან ეს თუ გეზარებათ ხოლმე, მაშინ სტატია ბოლომდე უნდა ჩაიკითხოთ — 3 ვებგვერდს გაგაცნობთ, რომლებიც თითქმის ნახევარ მილიონ ფონს გვთავაზობს Zoom-ისთვის. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, ბუნებიდან ჩაერთვებით, სახლიდან თუ კოსმოსიდან თანაც ისე, რომ არაფრის დალაგება მოგიწიოთ:

1. Pexels

აქ Zoom-ის სექციაში 450 000-ზე მეტ ფოტოსა და 50 000-ზე მეტ ვიდეოს ნახავთ. ყველაფერია დაწყებული პროფესიონალური ვიზუალებით და დამთავრებული სახალისო ფონებით: ბუნებაც, სახლიც, ოფისიც, კოსმოსიც და ადამიანებიც. არჩევანი რომ გაგიმარტივოთ, ორიენტაციის, ზომისა და ფერების ფილტრს გთავაზობთ, ამასთან, ჩანართს, რომლითაც ყველაზე პოპულარული ან ახალი ვიზუალები შეგიძლიათ, ნახოთ:

2. Unsplash

მართალია, დაახლოებით 10 000 ვიზუალით Pexels ვერ შეედრება, მაგრამ უფრო ნიშურ ვებგვერდად ჩავთვალოთ, რომელიც Zoom-ისთვის სუფთა, მოწესრიგებულ და ხანაც მინიმალისტურ ფონებს გვთავაზობს:

3. Freepik

ზემოთ დალაგება რომ ვახსენეთ, როცა თქვენი ფონის დამალვა დაგჭირდებათ, მაშინ Freepik-ს უნდა მიაკითხოთ. უამრავ მცენარესთან ერთად, ფონის დამალვის მრავალ ვარიანტს გთავაზობთ ისე, რომ რეალობის შეგრძნებაც არ დაკარგოს. მართალია, სულ 4000 ვიზუალს აერთიანებს, მაგრამ დასაწყისისთვის, როცა რაღაც ნეიტრალური გსურთ, მშვენიერი ვარიანტია:

PANTONE-მა 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის ფერები წარადგინა

„თეგეტა“ Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს – კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა