4
Mar
2019

რა ხდება, როცა „ფრილანსერი“ ხარ?!

4 Mar 2019

როგორ შეიძლება, განვითარდეს თქვენი კარიერა, თუ სამსახურიდან წამოხვალთ და „ფრილანსერი“ გახდებით?! რა შეიძლება მოგიტანოთ დამოუკიდებლად მუშაობამ?! დღეს უკვე საერთაშორისო ტრენერი, სპიკერი და სხვადასხვა გამოცემის ავტორი სკოტ მაუცი ამბობს, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა:

statiebi-bog
statiebi-bog

1. ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, თავს კოლეგებსა და ჩვენსავე სექტორში დასაქმებულ ხალხს ვადარებდი. ვაანალიზებდი ჩემს მიღწევებს, მათ წარმატებას და ვხვდებოდი, როგორ ვვითარდებოდი. ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავი მყავს, მხოლოდ გუშინდელ „მეს“ შემიძლია შევედარო და იმის მიხედვით ვიმსჯელო, გავიზარდე თუ არა პროფესიულად. ან რა უნდა გავაკეთო სამომავლოდ, რომ კონკურენტუნარიანი კადრი ვიყო.

2. როდესაც ვსაუბრობ, ვწერ, რაღაცას ვქმნი, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და ჩანს ჩემი გაკეთებული საქმე. ორგანიზაციაში მუშაობისას, ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ ყველაფერი საერთო შედეგისთვის კეთდებოდა. საბოლოოდ იქმნებოდა პროდუქტი, რომელსაც გუნდის სახელი ერქვა და თითქოს, თითოეული ადამიანის შრომა არ ჩანდა.

3. დროს თავად ვანაწილებ, შემიძლია, ისე გავწერო გრაფიკი, როგორც მომიხერხდება. თან ვიმუშაო, თან პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალო და ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში ვაკეთო. არანაირი სტრესი.

4. შეხვედრებს თავად ვაკონტროლებ. მაშინ ვნიშნავ, როცა ჩემთვის მისაღებია და კარგად ვარ მომზადებული. შესაბამისად, უფრო მეტად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული და შესაბამისად – პროდუქტიული.

5. წარმატება უცვლელია. რაც ორგანიზაციაში აღარ ვმუშაობ, მე, როგორც პროფესიონალი არ დავკარგულვარ. პირიქით, მუდმივად ვიზრდები და შედეგიც შესაბამისია – წარმატებული პროფესიონალი ვარ.

6. რაკი მეტი თავისუფალი დრო მაქვს, შემიძლია, კიდევ უფრო მეტი ვიფიქრო პროფესიულ ზრდაზე – ვისწავლო, ვიმუშაო საკუთარ თავზე, გავიარო კურსები, მოვისმინო ლექციები, მივიღო, თუნდაც, პრაქტიკული რჩევები.

7. წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ მომდევნო თვის ან წლის შემოსავალს. როდესაც ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის აღარ მუშაობ, ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ, მუდმივად უნდა იზრუნოთ ახალ კონტაქტებზე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. ეს საბოლოოდ, თქვენთვისვე იქნება კარგი – განვითარდებით და უკეთესი შემოსავალი გექნებათ.

 

წყარო: Inc.

 



განხილვა