in

ფრირაიდერმა ივა წიკლაურმა კავკასიის სამი უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო

22 წლის ქართველმა ფრირაიდერმა ივა წიკლაურმა 2014 წლის მარტში კავკასიის მთების სამი მწვერვალი დალაშქრა. ესენია: არაგაწი (4091 მ.) სომხეთში, ბაზარდუზუ (4466 მ.) აზერბაიჯანში და შხარა (5193 მ.) საქართველოში. ამ ექსპედიციის შედეგად ივა წიკლაური პირველი სპორტსმენი გახდა თავისუფალი სრიალის სახეობაში, რომელმაც კავკასიის „ტიტანები“ დაიპყრო.

ექსპედიცია 25 დღე გაგრძელდა. მასთან ერთად მწვერვალების დალაშქვრაში მონაწილეობდნენ: მთასვლელი ტატო ნადირაძე, ოპერატორი ნიკა ლებანიძე, ფოტოგრაფი ნიკა ფანიაშვილი, გადამღები ჯგუფი თურქეთიდან და უკრაინიდან. მათ ყველა მარშრუტი მწვერვალებამდე ფეხით გაიარეს. წარმოუდგენლად მძიმე ამინდის პირობების მიუხედავად ივამ და მისმა გუნდმა ექსპედიცია წარმატებით დაასრულეს.

ივა წიკლაური: „კავკასიის მწვერვალების დაპყრობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, რომ სწორედ ასე გამომეცადა ჩემი თავი და ის გამეკეთებინა, რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია. ამ დაუვიწყარი თავგადასავლების შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მთა ცოცხალი ორგანიზმია და მეც მთას ვეკუთვნი“

 

ივა წიკლაურის ოფიციალური FB გვერდი:  https://www.facebook.com/IvaTsiklauri

Skrepi.ge – საკანცელარიო ნივთების ონლაინ მაღაზია

2015 წელს, საქართველოში ანალოგური სიგნალი გაითიშება და მაუწყებლობა მხოლოდ ციფრული სიგნალით გავრცელდება