26
Oct
2016

Freevolution –   რევოლუციური შეთავაზება ბილაინისგან

26 Oct 2016

კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს წარუდგენს   რევოლუციურ ტარიფს Freevolution , რომელიც პროდუქტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის  საბაზისო კომუნიკაციას  გახდის უფასოს.

Freevolution  სრულიად ახალი მიდგომაა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში და მომხმარებელს სთავაზობს მაღალ და ხარისხიან კომუნიკაციას, ხოლო ამ კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა კომპონენტს ხელმისაწვდომ ფასად.

დღეს, ახალი ტექნოლოგიების ერაში , ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და მარტივი საშუალებების არსებობა და ამ საშუალებებზე საყოველთაო წვდომა. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის  საბაზისო კომუნიკაცია უნდა იყოს უფასო და  ახალი მობილური სერვისებით სარგებლობა უნდა  იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი პროდუქტი საბაზისო კომუნიკაციას აბონენტებს სთავაზობს უფასოდ, ხოლო ახალი მობილური სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო ყველა კომპონენტს (ტარიფი, სერვისი, სიმ-ბარათი, მოწყობილობა) სთავაზობს უფრო ხელმისაწვდომ ფასად, უფრო ხელსაყრელი პირობებით და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

ტარიფის გააქტიურება მარტივად არის შესაძლებელი მობილური აპლიკაციის MyBeelineGeorgia  ჩამოტვირთით, აპლიკაციაში საბანკო ბარათის მონაცემებისა და ელ. ფოსტის მითითება/დამახსოვრებით.

beelineFreevolution ში შედის სამი ტარიფი „ფრიმიუმი“,“საბაზისო „და „ულიმიტო „

მხოლოდ ,FREEMIUM ტარიფის  პირველადი აქტივაციის ღირებულებაა 1 ლარი. საფასურის გადახდა ხდება ერთჯერადად, მხოლოდ პირველი აქტივაციის დროს. 30 დღის გასვლის შემდეგ, სატარიფო გეგმა „ფრიმიუმი“ ავტომატურად გაგრძელდება უფასოდ და აბონენტს დაერიცხება 100 წუთი ყველა ქსელთან სასაუბროდ საქართველოში, 100 სმს და 100მბ.

„ ჩვენ საქართველოს ბაზარზე გამოჩენისთანავე შევცვალეთ თამაშის წესები და   რადიკალურად დავწიეთ მობილური კომუნიკაციის ფასები. ახლაც, გადავწვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა რევოლუციური წინადადება Freevolution , რომელიც სატელეკომუნკაციო სივრცეში გარდამტეხი მიდგომაა და რომლის მთავარი მიზანია,  კომუნიკაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი სწორედ იმისათვის, რომ საბაზისო კომუნიკაცია ჩვენი აბონენტებისთვის იყოს უფასო, ხოლო ახალი ინტერნეტ და მობილური სერვისები გახდეს არა ფუფუნების საგანი, არამედ ყოველდღიური მოხმარების ობიექტები.„ – გიორგი ტყეშელაშვილი , ბილაინის გენერალური დირექტორი

[R]

განხილვა